„სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ არ დაუშვას დადგენილი საზღვრების ვიღაცეების მიერ დარღვევა. თუ საზღვარი გადაილახა, მაშინ სახელმწიფომ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. უკვე არაერთმა პოლიტიკოსმა და რიგითმა მოქალაქემ გააკეთა შენიშვნა, რომ ასეთ პირობებში ხარკოვის რაიონში იანუკოვიჩსაც შეუძლია საზღვრის გადმოლახვა და თქმა „რა მოხდა, თუ სააკაშვილისთვის შეიძლება, ჩემთვის არა?“... ცარევთან ან ვინმე სხვა არსებასთან ერთად... ასეთი რამ არ უნდა დავუშვათ!
და მესაზღვეები? ბიჭები, რომლებსაც სცემეს? ასეთი დამცირება ომის დროს დაუშვებელია! ისინი ვიღაც „ბერკუტელები“ კი არ იყვნენ, რომლებსაც მეიდანზე დავუპირისპირდით. ისინი ჩვენი საზღვრების, ჩვენი სამშობლოს დამცველები არიან, რომელთა უმრავლესობა ბრძოლის ველზე დაეცა... ასე უნდა მოქცეოდნენ მათ? მე მათი მეთაურის ადგილზე ერთმნიშვნელოვნად ცეცხლის გახსნის ბრძანებას გავცემდი და არ დავპანიკდებოდი იმ ბრბოს წინაშე, რომელიც ლურჯ-ყვითელი დროშით ხელში სახელმწიფოს ანადგურებს.“- განაცხადა იაროშმა.
მისი თქმით აღნიშნულ ქმედებას პროვოცირება უკრაინის ხელისუფლებამ გაუკეთა:
„ხელისუფლებამ თავად მოახდინა ამ სიტუაციის პროვოცირება, მატარებლების შეჩერებით და „შეგინის“ დანაღმვით. ეს ხომ სრული იდიოტიზმი იყო. შემოეშვათ და სასამართლოში დაეცვა თავისი უფლებები. არა, უბრალოდ არაფრისგან ააგორეს ასეთი რამე. აქაც რუსეთი ხომ არ იყო. ეს მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების ლიდერების იდიოტიზმია და სხვა არაფერი“- აღნიშნა დმიტრი იაროშმა.
უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერის განცხადებას სააკაშვილის მომხრეებისთვის ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით, საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად კი უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი:
„მე არსად გავქცეულვარ, კიევში, ჩემს სახლში ვცხოვრობ და თუ ასეთი მამაცი ხარ, შემდეგ ჯერზე როდესაც უშიშროების სამსახურში მორიგი ინსტრუქციის მისაღებას მიხვალ, შემომიარე, შორს არ ვარ“- წერს სააკაშვილი.
შეგახსნებთ, 10 სექტემბერს, სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთიდან შევიდა. საზღვრამდე მისვლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ შეგინის სასაზღვრო პუნქტზე მისულ სააკაშვილს მესაზღვეებმა მას და მის თანმხლებ პირებს მოცდა მოსთხოვეს, იმ მიზეზით რომ საზღვრის მიმდებარე ტერიტორია შესაძლოა დანაღმული ყოფილიყო და შემოწმება ტარდებოდა. სააკაშვილმა მესაზღვრეები პრეზიდენტ პოროშენკოს უკანონო ბრძანების შესრულებაში დაადანაშაულა. საზღვრის უკრაიინის მხარეს მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა მესაზღვრეების რამდენიმე კორდონის გარღვევა შეძლეს და მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვარზე გადაიყვანეს
მასალის გამოყენების პირობები






