ტრამპის ბრალდებს გამოეხმაურა ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი . 33 წლის მილიარდერი კატეგორიულად უარყოფს მის განცხადებას.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა თვითერზე დაწერა, რომ ფეისბუკი მუდამ მის წინააღმდეგ იყო და ყალბი ინფორმაციების გავრცელებას უწყობს ხელს.
"Facebook-ი მუდამ ტრამპის წინააღმდეგი იყო. სოციალური ქსელები მუდამ ტრამპის წინააღმდეგ იყვნენ. სწორედ აქედან მოდიოდა „ყალბი ახალი ამბები.
„მაგრამ ხალხი ტრამპის მხარესაა! რეალურად არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია იმდენი, რამდენიც ჩვენ მოვახერხეთ პირველი 9 თვის განმავლობაში. ეკონომიკაც აღმავლობის გზაზეა" -წერდა ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის ბრალდებას, ფეისბუკზე გამოეხმაურა მისი დამფუძნებელი. მისი თქმით, სოციალური ქსელი ყველას აძლევს აზრის გამოთქმის საშუალებას.
„ ტრამპი ამბობს, რომ Facebook-ი მისი წინააღმდეგია. ლიბერალები კი ამბობენ, რომ ჩვენ ტრამპს არჩევნებშია მოგებაში დავეხმარეთ. ორივე მხარე იმ კონტენტის გამოა განაწყენებული, რომელიც მათ არ მოსწონთ. ფეისბუკი ადამიანებს ხმის უფლებას აძლევს, კანდიდატებს კი ამომრჩეველთა ურთიერთობის საშუალებას. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი წვლილის შეტანას იმაში, რომ სახელმწიფოებს დეზინფორმაციის გავრცელებასა და საარჩევნო პროცესის ჩაშლაში შევუშალოთ ხელი“-დაწერა ცუკერბერგმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ , კომპანია Facebook-მა განაცხდა, რომ რუსეთის მიერ დაფინანსებული დეზინფორმაციული კამპანია გამოააშკარავა. უახლოეს დღეებში ფეისბუკი კონგრესს, არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე 3 ათასზე მეტი პოლიტიკური რეკლამის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს.
მასალის გამოყენების პირობები






