დონალდ ტრამპის სიძისა და მრჩევლის, ჯერარდ კუშნერის გარშემო სკანდალები არ წყდება. წინასაარჩევნო პერიოდში მისი და რუსეთის შესაძლო კავშრების შესახებ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ თითქოს მის ირგვლივ არსებული ვნებათარელვა მიწყნარდა, რომ ცნობილი გახდა, ჯერარდ კუშნერმა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციისას, სქესის გრაფაში „მდედრობითი“ მიუთითა. ამის შესახებ ამერიკული ჟურნალი Weird-ი იტყობინება და კუშნერის მიერ შევცებულ რეგისტრაციის ფორმასაც აქვეყნებს.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ გაიპარა მსგავსი შეცდომა. კომენტარი არ გაუკეთებიათ ოფიციალურ უწყებებს, არც ჯარედ კუშნერს.
შეგახსენებთ, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, მან რამდენჯერმე ღიად ისაუვრა, რომ საარჩევნო სისტემა არ მოსწონს და ხარვეზები გამოსასწორებელია. მისი თქმით 2016 წელს არჩევნებში მილიონობით მოქალაქემ ხმა უკანონოდ მისცა და ამის გამოსაძიებლად სპეციალური კომისიაც შექმნა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ხმა უკანონოდ მის სიძესაც მიუცია.
მასალის გამოყენების პირობები






