როგორც "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" იუწყებიან საბურთალოს რაიონში საშუალო წნევის გაზსადენის ქსელის გადალაგების მიზნით, დღეს, 08:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება შევარდენიძის, ზაქარიაძის, ასათიანის, ზემო-ვეძისის, ვ. ჩიქოვანის, მეგრელაძის ქუჩებს, ნუცუბიძის ქუჩას მეტრო დელისამდე, საბურთალოს ქუჩის #57-67, ყაზბეგის გამზირის #18, 20, ვაჟა ფშაველას გამზირის #37, 39-სა და I ჩიხის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ საზკვების და კომერციულ ობიექტებს.
გაზმომარაგება დღესვე 18:00 საათიდან ეტაპობრივად აღსდგება.
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.
მასალის გამოყენების პირობები






