ბერგიუზარ კორელი შეურაცხყოფის სამიზნე გახდა - რა გააკეთა ხალიტ ერგენჩმა მეუღლის დასაცავად
ეს საინტერესოა - 14:52, 28 Sep, 2017     23679
„დიდებულ საუკუნეში“ სულთან სულეიმანის როლის შემსრულებელმა, თურქმა მსახიობმა ხალიტ ერგენჩმა ინსტაგრამზე საკუთარ მეუღლეს მსახიობ ბერგიუზარ კორელს ვრცელი პოსტი მიუძღვნა. მიზეზი ინტერნეტმომხმარებლების და მედიის წარმომადგენლების მხრიდან წამოსული აგრესია გახდა, რომლის სამიზნეც ბერგიუზარ კორელია, ბრალდება რომ სწორედ კორელმა დაანგრია ერგენჩის პირველი ოჯახი კვლავ აქტუალურია.

ერგენჩმა და კორელმა ერთმანეთი 2006 წელს სერიალ „1001 ღამის“ გადაღებაზე გაიცნეს, ერთობლივმა სამუშაომ მსახიობები დაახლოვა და მალე მატი რომანიც დაიწყო, რომლის შედეგადაც ხალიტ ერგენჩი მეუღლეს გაშორდა და 2009 წლის 7 აგვისტოს ბერგიუზარზე დაქორწინდა. 2010 წელს ვარსკვლავურ წყვილს შვილი ალი შეეძინა.

მიუხედავად იმისა, რომ მათი ქორწინება უკვე 8 წელს ითვლის, სოცქსელებში და ზოგიერთ თურქულ მედიაში, ისევ აქტუალურია თემა, რომ ბერგუზარმა საკუთარი ოჯახი, სხვისი ოჯახის დანგრევის შედეგად შექმნა. მსახიობი ამის გამო შეუარცხოფის სამიზნე არაერთხელ გამხდარა, სწორედ ამის გამო ბერგიუზარ კორელი იძულებული გახდა სოციალურ ქსელებში ყველა თავისი გვერდი დაეხურა. ამ დროის განმავლობაში ხალიტ ერგენჩი აღნიშნულ ტემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებდა, თუმცა როგორც ჩანს მისი მოთმინებაც ამოიწურა და მან ამ საკითხს ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი მიუძღვნა.

„როდესაც ჩვენი რომანი დაიწყო, ჩვენს ამბავზე ათას რამეს ჰყვებოდნენ, ამიტომ მე ამის შესახებ ყველაფერი მოვყევი ერთ-ერთ ინტერვიუში. ადამიანს თუ გაგება უნდა პირველ ჯერზევე გებულობს, მაგრამ ამდენი ხანი გავიდა და ვერ გამიგია, რატომ ლაპარაკობენ ჩვენს ქორწინებაზე ისევ ამდენ უსიამოვნო რამეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ- ბერგიუზრი არ ყოფილა ჩემს პირველ მეუღლესთან განშორების მიზეზი. ჩვენი ურთიერთობა სიყვარულით დაიწყო და ჩვენ მზად ვიყავით შესაძლო სირთულეებისთვისაც.

ჩემს პირველ მეუღლეს თავისი ოჯახი აქვს და ჰყავს შვილები, გთხოვთ გამოიჩინოთ მცირეოდები პატივისცემა მაინც. ბერგიუზარი უკვე 8 წელია ჩემი მეუღლეა, ის ჩემი შვილის, ალის დედაა. ის არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მეყვარება და დავაფასებ.

მიმაჩნია, რომ ყველა პუბლიკაცია და კომენტარი ჩემი მეუღლის მისამართით არის უსამართო და დაუსაბუთებელი, მკაცრად ვგმობ მათ, ვინც ამას წერს.“- ნათქვამია ხალიტ ერგენჩის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42