„საპარტნიორო ფონდს“ K-Water-ის ვიცე-პრეზიდენტი ეწვია
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:56, 28 Sep, 2017     1130
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში სამხრეთ კორეული უმსხვილესი წყლის რესურსების კორპორაცია „K-Water“-ის ვიცე-პრეზიდენტი ვონ ჩეოლ პარკი, ბიზნეს დეპარტამნტის გენერალური მენეჯერი ჰიანგ ჩინ კინი და Nenskra Hydro-ს უცხოური ბიზნეს სამმართველოს გენერალური მენეჯერი მიიღო.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს და პროექტის განხორციელების დეტალები განიხილეს. „K-Water“-ის ხელმძღვანელმა პირებმა ქვეყნის მთავრობასა და „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს პროექტის ეფექტიანი ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს. სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტის ნენსკრაჰესის მშნებელობის პროცესი დაჩქარებული ტემპით გაგრძელდება.

„K-Water“-ის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი იმ შეხვედრის სწრაფი გამოძახილია, რომელიც სამხრეთ კორეაში „საპარტიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ქალაქ დეიჯიონში „K-Water“-ის სათავო ოფისში შედგა. დავით საგანელიძე კორეაში „K-Water“-ის პრეზიდენტს ჰაკ-სოო ლი-ს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი ეტაპებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს „საპარტნიორო ფონდი“ პარტნიორ კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია Salini Impregilo ქართულ კონტრაქტორ სამშენებლო კონსორციუმთან GCC ერთად ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. საბანკო სესხის კომპონენტში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის „ექსიმბანკი“ მონაწილეობენ.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი სამხრეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში, აზიის წყლის საბჭოს მიერ ორგანიზებულ აზიის საერთაშორისო წყლის კონფერენციას დაესწრო, რომელიც ქალაქ გიონჯუში შედგა. აზიის წყლის საბჭოს „K-Water“-ის პრეზიდენტი ჰაკ-სოო ლი ხელმძღვანელობს. კონფერენციას სახელწოდებით „აზიური გადაწყვეტილებები წყლისთვის“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციის მთავარი თემები წყლის რესურსის გამოყენების შესახებ მოსაზრებების გაცვლა, ასევე, საუკეთესო პრაქტიკისა და სამოქმედო გეგმის გაზიარება იყო. დავით საგანელიძემ სამხრეთ კორეაში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, ასევე, K-Water-ის ინტეგრირებული წყლის რესურსების მართვის ცენტრი მოინახულა.

„K-Water“-ის შესახებ:

სამხრეთ კორეული წყლის რესურსების კორპორაცია „K-Water“-ი 20 მლრდ აშშ დოლარის ჯამურ აქტივებს ფლობს და მისი წლიური ბრუნვა 1.7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. კორპორაცია 1967 წელს დაარსდა და უკვე ორმოცდაათი წელია ეროვნული წყლის რესურსებს მართავს და კორეის დიდი ნაწილს ამარაგებს, რითიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნავს. ასევე, კორპორაცია კაშხლებს, ნაპირდამცავს, წყალმომარაგების სისტემებს და ნაგებობებს ფლობს. გარდა სამხრეთ კორეისა, „K-Water“-ი საერთაშორისო პროექტებს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42