ივანიშვილის „პრიკაზი“ - როგორ გახვია საკონსტიტუციო შარში ოლიგარქმა „ოცნება“
პოზიცია - 21:23, 27 Sep, 2017     12785
ინფორმაცია, რომელიც „ნიუპოსტს“ სამთავრობო კულუარებიდან მოაწოდეს, არა მარტო საყურადღებო, არამედ სკანდალურიცაა, რამეთუ საქმე კონსტიტუციას ეხება. ზოგადად, ქვეყნის უმაღლესი კანონი, რომელიც „ოცნებამ“ სულ გლიჯინ-გლიჯინით მიიღო, დიდი ალბათობით, სერიოზული პოლიტიკური რყევების საფუძველი გახდება. ყოველ შემთხვევაში, ქვეყანაში, მმართველი ძალისა და მისი მცირერიცხოვანი მომხრეების გარდა, თითქმის არ არსებობს წრე - პოლიტიკური იქნება თუ საზოგადოებრივი, რომელსაც ახალი კონსტიტუცია მოსწონს, ანუ საზოგადოება დარწმუნებულია, რომ „ოცნება“ ხელისუფლების უზურპაციის გზას დაადგა, რაც მისთვის შესაძლოა, ხარაკირის ტოლფასი აღმოჩნდეს.


რატომ გადაწყვიტა მმართველმა გუნდმა პოლიტიკური სუიციდი? - ამ კითხვაზე შესაძლოა, სხვადასხვანაირი პასუხი არსებობდეს, მაგრამ როგორც ,,ნიუპოსტს“ ეუბნებიან, ყველაფერი „შუშის სასახლეში“ გადაწყდა. ეს ზოგისთვის შეიძლება, შეთქმულების თეორია იყოს, მაგრამ კონფიდენციალური წყარო, რომელსაც მმართველ გუნდათ ახლო კომუნიკაცია აქვს, „ნიუპოსტს“ ეუბნება, რომ „ოცნებამ“ საარჩევნო სისტემის შეცვლა მოულოდნელად გადაიფიქრა.

,,მმართველი უმრავლესობა მზად იყო სისტემის ცვლილებაზე წასულიყო და გაეთვალისწინებინა არა მხოლოდ ოპოზიციის შენიშვნები, არამედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და პროპორციული სისტემა ამოქმედებულიყო 2020 წლისთვის. თუმცა სწორედ ამ დროს წამოვიდა ,,შუშის სასახლიდან“ დირექტივა და უფრო მეტიც, ბრძანება, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ძვირი დაუჯდებოდათ. ეს იყო მოთხოვნა, რომ მაჟორიტარული სისტემა 2020-ში უნდა დარჩენილიყო და რომ საარჩევნო სისტემა პროპორციულზე მთლიანად მხოლოდ 2024 წლიდან გადავა. ისე, ზოგი „ოცნებელი“ ამას დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია, მაგრამ მერე მიხვდა, რომ თუ „პრიკაზს“ არ შეასრულებდა, თავს წააგებდა. მოკლედ, იმ „ბრძენი კაცის“ გაბრაზებას არჩიეს, ვენეციის კომისია მოეტყუებინათ,“ - უყვება „ნიუპოსტს“ კონფიდენციალური წყარო.

ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგომის პირობას დებდა თუ საარჩევნო სისტემა 2020 წლისთვის არ შეიცვლებოდა. ექსპრემიერის ასეთმა ბრძანებამ, ფაქტია, კობახიძის პირობა ძალაში დატოვა...

რატომ არ უნდოდა ქვეყნის არაოფიციალურ მმართველს პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლა? - ამ კითხვის დასმა, ალბათ, ალოგიკურიც არის და აი, რატომ: საქართველოში ბავშვიც კი ხვდება, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ოცნებას“ უმრავლესობით პარლამენტში მოსვლა შესაძლოა მართლა ოცნებად ექცეს. ასეთ დროს კი, როგორც იტყვიან, „გაჭირვების ტალკვესის“ ფუქნციას მაჟორიტარული ფრთა შეასრულებს, ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, მაჟორიტარები, რომლებიც, არაოფიციალური ინფორმაციით, დეპუტატობაში სოლიდურ თანხას იხდიან, ფულის დაბანდებაზე უარს არც 2020 წელს იტყვიან, რომ დეპუტატის მანდატები კიდევ ერთხელ გაინაღდონ და ამით ორი კურდღელი იქნება დაჭერილი: ერთი - „ოცნება“ ხელისუფლებას შეინარჩუნებს და მეორე - „ფულიანი ძიები“ საკუთარი ბიზნესების ლობირებას ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან 2024 წლამდე გააგრძელებენ.

ფაქტია, რომ მიზანმიმართულად პოლიტიკურ დუმილში წასული ივანიშვილი, რომლისთვისაც უკრაინაში ოპოზიციის გამაერთიანებელი სააკაშვილი კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება, მომავალი 2020 წლისთვის საფუძვლიანად ემზადება - ხელისუფლება ხელიდან არ გამოეცალოს.

თუმცა ფაქტია ივანიშვილის გამო ,,ოცნება“ აშკარად შარშია - ცალკე ადგილობრივი ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების სოლიდური ნაწილი გადაიმტერა, მუდმივ დაპირისპირების რეჟიმში გადავიდა ქვეყნის პრეზიდენტთან და მის ადმინისტრაციასთან და ცალკე - საერთაშროსი საზოგადოების თვალშიც ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილად მოინათლა.

შერჩება თუ არა ბიძინა ივანიშვილს და მის ,,ოცნებას“ ვენეციის კომისიისა და ქართული საზოგადოების ,,გადაგდება“, ამას 2020 გვიჩვენებს...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42