პრინცესა დაიანა რომ XX საუკუნის მოდის ეტალონად ითვლება, ეს ყველასთვის ცნობილია.
ლედი დის ჩაცმულობა მუდმივად ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში იყო .
მისი ერთერთი კაბა კი ისტორიაში შევიდა , როგორც „შურისძიების კაბა.“ მისი გარდაცვალების შემდეგ კი საქორწილო ფეხსაცმელში შენახულ საიდუმლოს აეხადა ფარდა.
მედიაში მუდმივად განიხილებოდა, პრინცესა დაიანას პატარა ხელჩანთების თემა - ლედი დი ე.წ. კლატჩს თითქმის ყველა სურათში მკერდზე იკრავს.
როგორც აღმოჩნდა, პრინცესა დაიანა ჩანთას არა მხოლოდ როგორც ელეგანტურ აქსეუარად, არამედ პრაქტიკული დანიშნულების მიზნითაც იყენებდა.
The Telegraph-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ჩანთების ბრიტანელმა დიზაინერმა ანია ჰინდმარჩმა, ლედი დი, „კლატჩის“ მკერდთან მიკვრის საიდუმლო გაამხილა. სწორედ მისი ერთგული კლიენტი იყო პრინცესა.
მიზეზი, რის გამოც ლედი დი ჩანთას მუდმივად მკერდზე იკრავდა, ძალიან ბანალური აღმოჩნდა: იმისთვის, რომ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩენილიყო, პრინცესა ჩანთით დეკოლტეს ფარავდა.







მასალის გამოყენების პირობები






