გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრედერი "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დამტკიცდა
მსოფლიო - 17:55, 26 Sep, 2017     1639

რუსეთის ფედერაციის მთავრობამ გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრედერი კომპანია „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დაამტკიცა.

ამის შესახებ Интерфакс-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

წყაროს თანახმად, დოკუმენტში, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე შრედერის დამტკიცებას ეხება, ნათქვამია, რომ ის „ მსოფლიო მასშტაბის ავტორიტეტული პოლიტიკოსია, რომელიც ენერგეტიკის სფეროში რუსეთ-გერმანიის სტრატეგიული თანამშრომლობის მომხრეა.”

გარდა ამისა, წყაროს ცნობით, ტექსტსში ნათქვამია, რომ მას გამორჩეული კომპეტენცია და გამოცდილება გააჩნია, რომელიც მსხვილი რუსული და საეთაშორისო ნავთობ-გაზის კომპანიების დირექტორთა საბჭოებს სჭირდება.“

როსნეფტის დირექტორთა საბჭოს ამჟამად, ვლადიმირ პუტინის თანაშემზე, ანდრეი ბელოუსოვი ხელმძღვანელობს. დირექტორთა საბჭოს ახალი შემადგენლობა 29 სექტემბერს, რიგგარეშე სხდომაზე აირჩევა.

გერჰარდ შრედერი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერად 1998 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა. მას ამჟამად კომპანია „ჩრდილოეთის ნაკადის“ აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი უკავია.

აღსანიშნავია, რომ „როსნეფტი“იმ კომპანიების სიაშია, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. ბრიუსელმა აღნიშნული შეზღუდვები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დააწესა.

როსნეფტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობაზე, შრედერის შესაძლო დანიშვნას, ადრე , კრიტიკით გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი , ანგელა მერკელი.

ნავთობკომპანიის საწესდებო კაპიტალი 105 981 778 რუბლს შეაგდნეს . კომპანიის უმსხვილესი აქციონერები არიან: სახელმწიფო კომპანია "Роснефтегаз" (50%+1 აქცია,) BP Russian Investments Limited (19,75%), QHG Oil Ventures Pte. Ltd. (СП Glencore и QIA, 19,5%).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42