"NATO-ს გააქტიურება საქართველოში ემუქრება რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას" - რუსეთის საგარეო უწყება
მსოფლიო - 17:16, 26 Sep, 2017     5410
მოსკოვში, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე გრიგორი კარასინმა ამიერკავკასიაში NATO-ს გააქტიურების გამო შეშფოთება გამოთქვა. ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

შეხვედრას გაერო-ს წარმომადგენელი ანტი ტურუნენი და ეუთო-ს სპეცწარმომადგენელი გიუნტერ ბეხლერიც ესწრებოდნენ.

განცხადების თანახმად, შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ამიერკავკასიის უსაფრთხოების სიტუაციას, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ საზღვარზე არსებულ მდგომარეობასა და 10-11 ოქტომბერს დაგეგმილ ჟენევის დისკუსიების ახალ რაუნდზე.

„რუსული მხარე, რეგიონში ნატოს გააქტიურების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. საქართველოს ტერიტორიაზე გრძელდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის დისლოცირება, რეგულარუდა იმართება ალიანსის წვრთნები, რომელთა მასშტაბიც წლიდან წლამდე იზრდება, ხდება NATO-ს სამხედრო სტანდარტების და მათ მართვის სისტემის დანერგვა. ეს კი სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხეს აჩენს ამიერკავკასიაში და ემუქრება რუსეთის ფედერციის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას. ამ კონტექსტში, ერთის მხრივ, სოხუმსა და ცხინვალსა, და მეორე მხრივ თბილისს შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების იურიდიულად გაფორმების მნიშვნელობა, იზრდება“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42