ამის შესახებ ლგბტ აქტივისტები ჰყვებიან.
ერთ-ერთი აქტივისტი , სახელად რუფატი, BBC-იდ რუსულ რედაქციასთან აცხადებს, რომ მასობრივი დაპატიმრებები 10 დღის წინ დაიწყო.
„22 სექტემბერს კარებზე დააკაკუნეს. ჩვენ არ ვაღებდით, რადგან ვიცოდით, რომ ჩვენი ერთერთი მეგობარი უკვე დაპატიმრებული იყო. ბინაში ორნი ვიყავით. გავიხედე და პოლიციელები დავინახე, მათ შორის იყო ჩემი ერთი მეგობარი, ბორკილდადებული“ - ამბობს რუფატი.
მისი თქმით, როდესაც კარი გააღო, პოლიციელებმა, ყოველგვარი ახსნის გარეშე ხელმბორკილები დადეს. მის კითხვაზე, რა უნდოდათ, უპასუხეს, რომ „ვალდებულები არ იყვნენ, რამე აეხსნათ.“
მისივე თქმით, დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, შემდეგ კი რამდენი მათგანი სარდაფში ჩაიყვანეს და სამი დღის განმავლობაში იქ იმყოფებოდნენ. მათ შორის იყო რუფატი.
მეორე ლგბტ აქტივისტი, სახელად ფარიდი კი აცხადებს, რომ რეიდები ღამის კლუბებიდან დაიწყო, დაახლოებით 10 დღის წინ და საცხოვრებელი სახლებით დასრულდა.
მისივე თქმით, გათავისუფლების სანაცვლოდ, სამართალდამცავები ქრთამს ითხოვდნენ. ასევე, ეუბნებოდნენ, რომ იმ პირობით გაათავოსუფლებდნენ, თუკი ქალაქის ცენტრში და ხალხმრავალ ადგილებში არ გამოჩნდებოდნენ. გარდა ამისა, ითხოვდნენ ისე ჩაეცვათ, რომ „მათი სექსუალური ორიენტაცია ყველასთვის გასაგები არ ყოფილიყო.“
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინიტოს პრესსამსახურის უფროსმა, პოლკოვნიკმა ეხსან ზახიდოვმა, პოლიციელების მხრიდან ქრთამის აღების ბრალდებები უარყპ და განაცხადა, რომ რეიდების მიზეზი, მოსახლეობის საჩივარი გახდა. მისი თქმით, სამართალდამცავ უწყებაში ბევრი საჩივარი შევიდა იმის თაობაზე, რომ „ლგბტ თემის წარმომადგენლები მოსახლეობას უპატივცემულოდ ეპყრობიან.“
უფლებადამცველების განცხადებით, დაკავებულია ლგბტ თემის 100-ზე მეტი წარმომადგენელი. ისინი დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






