ქართული ღვინის მიმართ ინტერესი აშშ-ს ბაზარზე მზარდია - ჯული პეტერსონი
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:49, 26 Sep, 2017     1516

ამერიკელი ღვინის პროფესიონალები საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვივნენ. სტუმრებმა ღვინის კომპანიები და მარნები სამეგრელოში, იმერეთში, ქართლსა და კახეთში მოინახულეს, სადაც გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს, დააგემოვნეს ევროპული და ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინოები.

ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.

ღვინის პროფესიონალების ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც სომელიეები, ღვინის მწერლები და იმპორტიორები შედიოდნენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია „მარქ ენერჯის“ (Marq Energie) მმართველი ჯული პეტერსონი (Julie Peterson) ხელმძღვანელობდა.

ჯული პეტერსონი აცხადებს, რომ ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე მზარდია.

„როგორც იცით, ამერიკის ბაზარი სულ უფრო მეტად ინტერესდება ქართული ღვინით. ფაქტია, რომ ამ წელს ექსპორტი დაახლოებით 70%-ით გაიზარდა. სასიამოვნოა, რომ ამ უძველესი ტრადიციის მიმართ ამერიკაში მზარდი ინტერესია, და არა მხოლოდ ტრადიციის, არამად იმ ღვინოების მიმართ, რომლებიც ამ ტრადიციით მზადდება. ვესტუმრეთ დასავლეთ საქართველოს, რადგან გვაინტერესებდა რა ხდება იქ ღვინის სფეროში, ვინ არიან მწარმოებლები, რომელი განსხვავებული ყურძნის ჯიშებია, რითი განსხვავდება აღმოსავლეთისგან დასავლეთის ღვინოები”, - აღნიშნა ჯული პეტერსონმა.

ამერიკელ პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ შემდეგი კომპანიების ღვინოებს: „ბაგრატიონი 1882“, „შატო მუხრანი“, „ნიკოლაძეების მარანი“, „არჩილ გუნიავას ღვინის მარანი“, „ამირან ვეფხვაძის ღვინოები“, „გაიოზ სოფრომაძის მარანი“, „ვარციხის მარანი“, „ბაიას ღვინო“, „ოდა“, „ვინო მარტვილე“, „თელავის ღვინის მარანი“, „შუხმანის ღვინოები“, „ფაფარი ველი“, „ჭოტიაშვილის მარანი“, „მუკადო ვაინსი“, „ხოხბის ცრემლები“, „შუმი“, „ლუკასი“, „ლაგვინარი“, „იაგოს ღვინო“, ასევე ეწვივნენ მექვევრე ზაზა კბილაშვილს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ჯიღაურაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42