და აი ისინიც.
როგორც იქნა, პრინცი ჰარი და მისი შეყვარებული, მსახიობი მეგან მარკლი საზოგადოების წინაშე ერთად გამოჩნდნენ.
წყვილი Invictus Games-ზე (“ძლიერთა თამაშები“) ერთად , ხელიხელჩაკიდებული მივიდა, თამაშების განმავლობაშიც ერთად ისხდნენ და ძალიან ბედნიერადაც გამოიყურებოდნენ.








ჰარი და მეგანი ტორონტორში, Invictus Games-ის (“ძლიერთა თამაშები“) გახსნასაც დაესწრნენ, თუმცა ერთად არ ისხდნენ. პრინცი ჰარი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის გვერდით იჯდა, მეგანი კი სულ სხვა რიგში.
Invictus Games- სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ერთგვარი ოლიმპიადაა, რომელიც პრინცი ჰარის მიერ არის დაარსებული.
შეგახსენებთ , პრინცი ჰარის ახალ რომანზე მედია 2016 წლის 30 ოქტომბერს ალაპარაკდა.
პრინცი ჰარის ახალი რჩეულის ვინაობის გაგებისთანავე, ტაბლოიდები მსახიობის ცხოვრების თითქმის ყველა დეტალზე წერდნენ. დაიწერა ისიც, რომ მეგანის ფერადკანიანი დედის გამო, სამეფო ოჯახი მას არ მიიღებდა.
ამ ფაქტის შემდეგ სამეფო ოჯახმა წერილი გამოაქვეყნა და პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის რომანი ოფიციალურად დაადასტურა. სამეფო ოჯახის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პრინცი ჰარი ძალიან შეწუხებული და იმედგაცრუებულია მედიის მიერ მის მარკლის პირადი სივრცის ხელყოფით და იმით, რომ პრინცი მის დაცვას ვერ ახერხებს.
მასალის გამოყენების პირობები






