სარეიტინგო კომპანია FITCH -ის შეფასებით საქართველოს ეკონომიკა 2017 წელს 4.5%-ით გაიზრდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:45, 25 Sep, 2017     890
მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB-’’ და რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში აღნიშნულია, რომ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მოცემული დონე ასახავს ქვეყნის მმართველობისა და ბიზნეს გარემოს მნიშვნელოვნად ხელსაყრელ პირობებს, მსგავსი საკრედიტო რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით. ასევე, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მაღალ დონეს ბოლო პერიოდში რეგიონში განვითარებული ეკონომიკური შოკების მიმართ.

რელიზში საუბარია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდამ 4% შეადგინა, რაც 0.4%-ით აღემატება გაცილებით მაღალი საკრედიტო შეფასების (“BB”) მქონე ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს. ამასთან, სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ეკონომიკის ზრდა დაჩქარდა 2017 წლის 1-ელ ნახევარში, რასაც ხელი შეუწყო როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნის გაუმჯობესებამ.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით (პროგნოზით) საქართველოს ეკონომიკის ზრდა როგორც 2017, ასევე მომდევნო 2 წლის განმავლობაში 4.5% ფარგლებში იქნება.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2017 წლისათვის 3.5% შეადგენს.

სარეიტინგო კომპანია აქცენტს აკეთებს საქართველო საბანკო სექტორის სიძლიერეზე და ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლებისა, საბანკო სექტორის განვითარების მაღალი დონე აბალანსებს დოლარიზაციასთან ასოცირებულ რისკებს.

სარეიტინგო კომპანია ყურადღებას ამახვილებს 2017 წლის აპრილში საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის გაფორმებულ ახალ პროგრამაზე “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმზე’’, რომლის ფარგლებშიც 3 წლის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს გამოუყოფს 201.4 მლნ. SDR (დაახლოების 285 მლნ. აშშ დოლარი) ფინანსურ რესურს მთავრობის მიერ ინიცირებული სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მხარდაჭერის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტრუქტურული რეფორმების მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის ისეთ გამოწვევას, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაზეც ასევე გამახვილებულია ყურადღება სარეიტინგო კომპანიის მიერ გაკეთებულ შეფასებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42