იმანის წონა დაბადებისას 5 კილოგრამი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ მას ელეფანტიაზი დაუდგინეს. (სპილოს დაავადება- სხეულის ცალკეული ნაწილების მნიშვნელოვანი გადიდება კანის მკვეთრი გასქელების შედეგად, რაც გამოწვეულია ლიმფური გზების ქრონიკული ანთებით და ლიმფის შეგუბებით). დაავადება იქამდე მივიდა, რომ მას სიარული ბავშვობიდანვე უჭირდა და მხოლოდ ცოცვით გადაადგილდებოდა. 11 წლის ასაკში მას ინსულტი დაემართა და სამუდამოდ ლოგინს მიეჯაჭვა, ის მთლიანად დამოკიდებული გახდა თავის ახლობლებზე, რომლებიც მას აჭმევდნენ და უვლიდნენ. მისი წონა კი ყოველწლიურად იზრდებოდა. მას შემდეგ რაც მის მშობლებს მისი მოვლა განსაკუთრებით გაუჭირდათ, მათ მკურნალობაში დახმარება ქვეყნის პრეზიდენტს სთხოვეს, სწორედ მაშინ გახდა იმანის ამბავი საყოველთაოდ ცნობილი. იმანის დახმარების სურვილი ინდოელმა ექიმებმა გამოთქვეს. 2017 წლის გაზაფხულზე იმანი მუმბაიში გადიაყვანეს, სადაც კუჭის რეზექციის ოპერაცია გაუკეთდა და მან 2 თვეში წონის განახევრება შეძლო. რამდენიმე თვიანი წარმატებული მკურნალობის შემდეგ იმანი მუმბაიდან აბუ-დაბიში გადაიყვანეს, გავრცელებული ინფორმაციით ამის მიზეზი მისი ოჯახის წევრების მხრიდან ინდოელი ექიმების მიმართ გამოთქმული პრეტენზიები გახდა. აბუ-დაბიში იმანის მკურნალობას 20 ექიმი ადევნებდა თვალ-ყურს თუმცა ის ნაწლავის ობსტრუქციისა და თირკმლის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა.





როგორ გამოიყურებოდა იმანი ოპერაციამდე:

მასალის გამოყენების პირობები






