დემნა გვასალიას მსოფლიო მოდის ინდუსტიაში კარგად იცნობენ. მისი არაორდინალური კოლექციები მოდის ექსპერტებში მუდმივად განხილვის და აღფრთოვანების საგანია. მოდის კრიტიკოსები დემნას სფეროში გარდამტეხ დიაზინერს უწოდებენ. ახალი კოლექციების წარდგენის შემდეგ კი "ვოგის" და სხვა გავლენიანი გამოცემების ფურცლებზეა.
Vetements-ისა და Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის კოლექციები, ქართველებისთვის ხშირად ღიმილისმომგვრელია, რადგან მარტივად აღმოაჩენთ 90-იანი წლების დეტალებს. დემნას კოლექციებში შეგვიძლია ვიხილოთ, მანქანის სარკე-ჩანთები, „კოვრიკი“ კაბები, 90-იანი წლების მაგიდის გადასაფარებლის კაბები და ფეხსაცმელები, სანთებელა-ფეხსაცმელები და ე.წ. ლილოს ჩანთები.
“ ლილოს ჩანთები“ დემნამ ბალენსიაგასთვის 2016 წელს შექმნა. შემდეგ „ლუი ვიტონმა“ გამოიტანა 2017 წელს გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაზე. ახლა კი Dolce & Gabbana -ს გაზაფხული/ზაფხული 2018 წლის კოლექციაზე ვიხილეთ.
ლილოს ჩანთების გარდა, დემნამ ბადისებრი ჩანთებიც ჩაუშვა გაყიდვაში, ისეთი, როგორშიც ბებიაჩვენები ხახვს ინახავენ და რა თქმა უნდა, სეზონის ჰიტიც გახდა. მსგავს ჩანთას დოლჩე&გაბანას ახალ კოლექციაშიც ნახავთ.



მასალის გამოყენების პირობები






