მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან პირველად, ბუნდესტაგში ულტრამემარჯვენეები შევიდნენ.
გერმანიაში გუშინ ბუნდესტაგის არჩევნები ჩატარდა. ეგზიტპოლების თანახმად, მონაცემების მიხედვით, ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატების ბლოკმა“ ხმათა 33% მიიღო. რაც იმას ნიშნავს, რომ ანგელა მერკელი კანცლერის პოსტს უკვე მეოთხე ვადით დაიკავებს.
კანცლერობის კანდიდატ მარტინ შულცის სოციალ-დემოკრატები მეორე ადგილზე არიან და ამომრჩეველთა ხმების 20.5 % დააგროვეს.
მესამე ადგილზე კი, ხმათა 12.5 %-ით მემარჯვენე ნაციონალისტური პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) გავიდა.
ბუნდესტაგში ულტრამემარჯვენეების შევსლას საპროტესტი აქცია მიჰყვა ბერლინში. ადგილლობრივები , ღამე, ალექსანდერპლაცზე შეიკრიბნენ და ფაქტი გააპროტესტეს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით კი , ხმები ამგვარად გადანაწილდა:
ანგელა მერკელის პარტია - 33.%
მარტინ შულცის პარტია - 20.5%
ულტრამემარჯვენეები - 12.6 %
თავისუფალი დემოკრატები - 10.7 %
მემარცხენე პარტია (Linkspartei) -9.2 %
მწვანეები - 8.9 %
მასალის გამოყენების პირობები






