მისი თქმით, მომღერლის მიზანი მხოლოდ პიარი იყო და კანონიერი ქორწინება შვილის კანონიერად გასაჩენად დასჭირდა.
ჟურნალ ,,თბილისელებისთვის" მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში კუტალაძე ამბობს, რომ ნინი ბადურაშვილის გეგმაში ქმარი და ოჯახის შექმნა არ შედიოდა:
,,მე ჰაერზე არასდროს ვლაპარაკობ, უბრალოდ, არ მინდა ამ დეტალებზე ლაპარაკი, რაც ამის თქმის საფუძველს მაძლევს. მე ამის მყარი არგუმენტები მაქვს. ვამბობ, რომ ეს ყველაფერი იყო დასახული გეგმა...
ნინიმაც კარგად იცის, დღეს რა ურთიერთობაა ჩვენ შორის. შეიძლება, გარკვეული ეჭვი გამოვთქვა: მშობიარობის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო დაინახავს, მე ნინის გვერდით აღარ ვარ, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს ისევ საკუთარი თავის პიარისთვის - ნახეთ, ქმარმა სამშობიაროშივე მიმატოვაო. ესეც მისი გეგმის ნაწილია და ამას, ალბათ, მოჰყვება მისი მოთხოვნები" - ამბობს კუტალაძე ჟურნალთან საუბრისას.
მომღერლის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ ირაკლი კუტალაძემ მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებოს , რადგან წყვილს შორის პრობლემა მაშინ გაჩნდა, როცა ისინი მოსკოვში გადავიდნენ საცხოვრებლად. ნინი ბადურაშვილის ბებიის ლალი ბადურაშვილის თქმით, მოსკოვში ცხოვრების დროს, კუტალაძე ორი თვის მანძილზე 24 საათის განმავლობაში სახლიდან იყო გასული და მისი შვილიშვილი უცხო ქალაქში სრულიად მარტო დარჩა.
"ირაკლი სხვა გამოცემებშიც დარბოდა და უარი უთხრეს ინტერვიუს გამოქვეყნებაზე. "თბილისელებს" კი გამოუქვეყნებია. არ მინდა ზედმეტი ლაპარაკი, მაგრამ კანონიერად გათხოვება რა არის?!.. ნინის გათხოვება გაუჭირდებოდა?.. რადგან სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, ეტყობა, მოეწონა. იქნებ, ირაკლიმ თავის თავში მოძებნოს იმის მიზეზები, რატომ ვერ შეძლო ნინიმ მოსკოვში დარჩენა? მეორეც - ძალიან არამამაკაცური საქციელია, როდესაც კაცი პრესით იძლევი ინტერვიუებს პირად ცხოვრებაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს კაცური საქციელია?!.. ნინის ხომ არაფერი უთქვამს არც პრესაში და არც არსად. კაცი კი დადის და ლაპარაკობს. ნინის მოსკოვში ძალიან გაუჭირდა ცხოვრება, რადგან ირაკლი 24 საათის განმავლობაში თავისი საქმინობით იყო დაკავებული და ნინისთვის ელემენტარულ დროს ვერ პოულობდა, ამიტომაც ნინიმ თბილისში გადაწყვიტა მშობიარობა. ნინის მარტო უწევდა ყოფნა. ამბობდა, ირაკლიმ გადახედოს თავისი ცხოვრების წესსო. ხანდახან მაინც რომ მისულიყო სახლში... უცხო ქალაქში სრულიად მარტო იყო. ეს არის, რაც ნინის ჩემთვის უთქვამს,"-ამბობს ლალი ბადურაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






