ზურაბ წერეთელი, სტივენ სიგალი, ემირ კუსტურიცა - უკრაინამ ე.წ. შავ სიას 27 პირი დაამატა
მსოფლიო - 16:32, 23 Sep, 2017     3145
უკრაინის კულტურის სამინისტრომ განახლებული „შავი სია“ გამოაქვეყნა. უშიშროების სამსახურის მიმართვის საფუძველზე ე.წ. "შავ სიას " 27 ადამიანი დაემატა.

უშიშროების სამსახურის თქმით, ეს ადამიანები ეროვნული უსაფთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. კულტურის სამინისტროს "შავ სიაში" მოხვდნენ ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი, ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი და სერბი კინორეჟისორი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა, ასევე წარმოშობით ქართველი ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, რუსი მომღერალი სტას პიეხა და რუსული შოუ-ბიზნესისა და კინოს სხვა წარმომადგენლები.

აღნიშნული პირები ანექსირებულ ყირიმში პუტინის პოლიტიკას უჭერენ მხარს.

ცნობა, რომ სტივენ სიგალს უკრაინაში შესვლა აეკრძალა, ცოტა ხნის გავრცელდა, ახლა კი დადასტურდა. მას , ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა 2016 წლის ნოემბერში მიანიჭა.

ტელეკომპანიებს და რადოსადგურებს ეკრძალებათ იმ ფილმების, სერიალების, კონცერტების, გადაცემების გაშვება, რომლებშიც "შავ სიაში" მოხვედრილი ადამიანები მონაწილეობენ.

უკრაინის კულტურის სამნისტრომ რუსი ხელოვანების ე.წ. "შავი სია" 2015 წელს შექმნა. თავდაპირველად მასში 14 ადამიანი შეიყვანეს. ბოლო ორ წელიწადში კი სია გაიზარდა და 100 ადამიანს გადააჭარბა.

ე.წ. შავ სიაში არიან, მომღერალი გრიგორი ლეპსი, ამერიკელი მოკრივე როი ჯონს უმცროსი, ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, მუსიკოსები ალექსანდრ როზენბაუმი, გრიგორი ლეპსი, სერგეი პენკინი და სხვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42