მიზეზი, თვითერზე მისი პოსტი გახდა თურქეთის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ, რომელიც ივლისში დაწერა, კონკურსის ორგანიზატორებმა კი მისი გამარჯვების შემდეგ აღმოაჩინეს და ის „მიუღებლად“ მიიჩნიეს.
"15 ივლისს, დილით, მენსტრუაცია დამეწყო. ჩემი სისხლი იმ წამებულების სისხლს შეუერთდა, რომლებიც გადატრიალების მცდელობისას დაიღუპნენ“ - წერდა 18 წლის იტირ ესენი.
კონკურსის ორგანიზატორის თქმით , მართალია თვითი ამ დროისთვის წაშლილია, თუმცა ის იტირმა ნამდვილად დაწერა, რაც „მიუღებელია.“ მისი თქმით, მის თურქეთმა მსოფლიოს მასშტაბით ქვეყანა უნდა წარადგინოს, მსგავსი პოსტები კი თურქეთის პრესტიჟს ლახავს.
გოგონამ ინსტაგრამზე ბოდიში მოიხადა და დაწერა, რომ მის სტატუსს პოლიტიკური მოტივი არ ჰქონია.
„მე სამშობლოსა და ჩემი ხალხისადმი პატივისცემის გრძნობით გავიზარდე“ - წერს იტირი.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეებს მოღალატეებს უწოდებს.
2016 წლის 15 ივლისის ღამეს, თურქეთში სამხედრო ამბოხი მოხდა, რომლის ორგანიზატორად , ანკარა პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს.
სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობას 230 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.
მასალის გამოყენების პირობები






