ირანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ირანს აქვს რესურსი ბალისტიკურ რაკეტაში ბირთვული ქობინები დაამონტაჟოს.
თეირანის ქმედების საპასუხოდ ოფიციალურმა ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გაატარებს.
აღსანიშნავია, რომ რაკეტის გამოცდას წინ უსწრებდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკა ირანის მისამართით. გაეროში გამოსვლისას ტრმაპმა ირანის ატომურ შეთანხმებას ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და ცალმხრივი ტრანზაქცია უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ ატომური პროგრამის განვითარებისთვის საფრთხის შემცველ შეთანხმებას არ დაემორჩილება.
შეგასენებთ, ბირთვული პროგრამის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებას ხელი 2015 წელს მოეწერა, რომლის მიხედვითაც ირანისგან ბირთვული პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ, თეირანს ეკონომიკური სანქციების ნაწილი მოეხსნა.
მასალის გამოყენების პირობები






