ამერიკის შეერთებული შტატების სენატში რესპუბლიკელების მიერ ინიცირებული ჯანდაცვის ახალი კანონპროექტი ვერ დამტკიცდა. დასამტკიცებლად კანონმდებლეს 3 ხმა დააკლდათ.
რესპუბიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივას ჯანდაცვის სისტემის "ობამაქეარის" გაუქმების თაობაზე მხარი არ დაუჭირა.
მისი თქმით,არსებული სისტემის გაუქმება პოტენციურად ფატალური დარტყმაა. მაკკეინი, რომელიც თავად კიბოს ებრძვის, ფიქრობს, რომ „ობამაქეარის’’ ჩანაცვლება უკეთესი პროგრამით უნდა მოხდეს.
ბარაკ ობამას ჯანდაცვის სისტემის შეცვლა, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ თემას წარმოადგენდა. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ Obamacare-ის გაუქმება იყო.
ბარაკ ობამამ ჯანდაცვის რეფორმა 2010 წელს მიიღო და დაბალი შემოსავლის ჯგუფებისთვის სამედიცინო დაზღვევის სუბსიდირებას ითვალისწინებს. ამავდროულად, ყველა ამერიკელი ვალდებული გახდა სამედიცინო დაზღვევა შეეძინა. აღნიშნული რეფორმის მეშვეობით დაახლოებით 20 მილიონმა ადამიანმა პირველად მიიღო სამედიცინო დაზღვევა.
ობამაქეარის“ გაუქმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დემოკრატები. კანონპროექტის დასამტკიცებლად რესპუბლიკელებს 50 ხმა სჭირდებათ.
მასალის გამოყენების პირობები






