რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ არსებულ დაძაბულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა მხოლოდ დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს.
„ჩვენ უნდა გავაგრილოთ ცხელი თავები და გავაცნობიეროთ, რომ გვჭირდება პაუზა და კონტაქტები“ - განაცხადა ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე.
რუსეთის პირველმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ დასაველთი ყველა პრობლემას რუსეთს "აბრალებს."
"რაღაც ყველაფერი ერთად შეაგროვეთ - კორეა, ირანი, სირია, უკრაინა, და ეს ყველაფერი რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობის შედეგად წარმოადგინეთ. არ მომწონს როდესაც დასავლეთის პოლიტიკოსები მთელ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებენ. მაგალითად კორეის საკითხი, რუსეთმა და ჩინეთმა უნდა მოაგვაროს, ისევე როგორც სირია...მაგრამ მაგალითად იემენის კრიზისსაც როდესაც გვაბრალებენ, ეს უკვე მეტისმეტია" - განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების სამომავლო განვითარების უდიდესი პოტენციალი გამოყენებული არ არის და ამის მიზეზი ამერიკაში არსებული რუსოფობიური ისტერიაა.
ლავროვმა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საქნციებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთს სანქციების მოხსნა არასოდეს უთხოვია.
"ცხოვრება თვითონ აიძულებს დასავლეთს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნას" - დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები






