„კიმ ჩენ ინი, რომელიც აშკარად გიჟია და არ ადარდებს, რომ მისი ხალხი შიმშილით იხოცება, ისეთი გამოცდის წინაშე დადგება, როგორც არასდორს" - წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, საჭიროების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეის სრული განადგურების შესახებ, უპრეცენდენტო პერსონალური განცხადებით უპასუხა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა.
მისი თქმით, აშშ-ს წინააღმდეგ განიხილავს, უპრეცედენტოდ მკაცრ საპასუხო ზომებს, ისეთს, რომელიც აქამდე ისტორიაში არ ყოფილა .
"შეშლილ ამერიკელ მოხუცს ცეცხლით მოვათვინიერებ” - ამბობს კიმ ჩენ ინი განცხადებაში.
კიმ ჩენ ინის განცხადება, გაეროში ტრამპის გამოსვლას მოჰყვა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის დიდი მოთმინება აქვს, თუმცა თუ იძულებული გახდება საკუთარი თავი, ან მოკავშირეები დაიცვას, ჩრდილოეთ კორეის ტოტალური განადგურების გარდა, არჩევანი აღარ რჩება.
მასალის გამოყენების პირობები






