ბოლო ორი თვეა, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა. საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, ოფიციალური ფხენიანი უპრეცედენტო მასშტაბის ბირთვულ ცდებს ატარებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის დიდი მოთმინება აქვს, თუმცა თუ იძულებული გახდება საკუთარი თავი, ან მოკავშირეები დაიცვას, ჩრდილოეთ კორეის ტოტალური განადგურების გარდა, არჩევანი აღარ რჩება.
ტრამპმა კიმ ჩენ ინს მეტსახელიც შეურჩია და „კაცი რაკეტა“ უწოდა.
სანამ კიმ ჩენ ინი განცხადებას გაავრცელებდა, ტრამპის გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ტრამპის განცხადებას "ძაღლის ყეფა" უწოდა ლი იონ ჰომ და დასძინა, აშშ-ის პოლიტიკის საპასუხოდ, ფხენიანმა, შესაძლოა, წყნარ ოკეანეში ყველაზე მძლავრი წყალბადის ბომბი გამოსცადეს.
რაც შეეხება კიმ ჩენ ინის პასუხს.
კიმ ჩენ ინმა ტრამპს „შეშლილი მოხუცი“ უწოდა და ცეცხლით განადგურებით დაემუქრა.
„აშშ-ის შეუარაცხადი პრეზიდნეტი, გაეროს არენიდან ღიად აცხადებს, სუვერენული სახელმწიფოს „სრულად განადგურების“ სურვილის შესახებ.
შეშინებული ძაღლი უფრო ხმამაღლა ყეფს " - ნათქვამია მის განცხადებაში.
კიმ ჩენ ინის თქმით, მას შემდეგ, რაც ტრამპმა საპრეზიდენტო სადავეები აიღო ხელში, ყველა ქვეყნის მიმართ მუქარითა და შანტაჟით, მსოფლიოს უსაფრთხოების დეიციტი აქვს.
„ის უვარგისია , ქვეყნის სამართავად. ის არის განგსტერი, რომელიც ცეცხლთან თამაშით უფრო ერთობა, ვიდრე პოლიტიკით.
მისი მინიშნებები, რომლითაც აშშ-ის სურვილი გამოხატა, მარწმუნებს იმაში, რომ გზა, რომელიც ავირჩიე , სწორია და მას ბოლომდე უნდა გავყვე.
ახლა, ამ ტრამპმა შეურაცხყოფა მოგვაყენა, როგორც მე ასევე ჩემი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და მსოფლიოს თვალწინ, ომის დეკლარაცია მოახდინა , იმის თქმით, რომ ის ჩრდილოეთ კორეას გაანადგურებს. ჩვენი მხრიდან მზად ვართ განვიხილოთ უპრეცედენტოდ მკაცრი საპასუხო ზომები, ისეთი, რომელიც აქამდე ისტორიაში არ ყოფილა.
ახლა ბევრს ვფიქრობ იმაზე, რა პასუხს შეიძლება, ელოდეს, მას შემდეგ, რაც ენას უფლება მისცა, მსგავსი ექსცენტრიული სიტყვები წარმოეთქვა.
მიუხედავად იმისა, რას შეიძლება ელოდეს ტრამპი, ეს მის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.
შეშლილ ამერიკელ მოხუცს ცეცხლით მოვათვინიერებ” - ამბობს კიმ ჩენ ინი.
მასალის გამოყენების პირობები






