ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის უმსხვილეს ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ს შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობისა და იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და ქართულ-ჩინური ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას ჩინური მხრიდან ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure -ს საბჭოს თავმჯდომარე ვან ი, კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ხუან ჭციანი და ასევე, სადაზღვევო, რისკების მართვის, განვითარებისა და სტრატეგიის და საინვესტიციო დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ქართული მრიდან კი საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე დავით საგანელიძემ ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ის წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატი და ის რეიტინგები გააცნო, რომელთა მიხედვით, საქართველო საერთშორისო ბაზარზე უპირატეს პოზიციებს იკავებს. თავის მხრივ, კორპორაცია Sino Sure-ის საბჭოს თავმჯდომარემ ვან იმ განაცხადა, რომ რეგიონში „საპარტნიორო ფონდის“ სახით, მათ საიმედო და მყარი დასაყრდენი ჰყავთ. კორპორაცია Sino Sure-მა გამოთქვა მზადყოფნა საქართველოდან ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა პროდუქციის ესპორტის ზრდის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. ასევე, საუბარი შეეხო „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანიის „გაზისა და ნავთობის კორპორაციის“ მიერ გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ჩინელ კონტრაქტორებთან და ჩინურ ბანკ „აისიბისის“-თან თანამშრომლობის გარდა, დაზღვევის მიმართულებით ჩინეთის უმსხვილესი სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ის მონაწილეობაც განიხილება.
ჩინეთის ექსპორტისა და საკრედიტო სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ის ოფიციალური დელეგაცია პეკინში ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოში იმყოფებოდა. ოფიციალური დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს და საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები






