„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის უმსხვილეს ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:17, 22 Sep, 2017     1354
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ჩინეთის უმსხვილესი ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვან იმ ურთიერთთანამრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო საინვესტიციო ურთიერთობების მიზნით ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია დღეს პეკინში შედგა.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გაფორმებული დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ერთობლივად იმუშავებენ „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობისა და წარმოების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. ასევე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, Sino Sure და „საპარტნიორო ფონდი“ გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას ექსპორტის საკრედიტო სააგენტოების ფუნქციონირებისა და განვითარების მიმართულებით. Sino Sure მზად არის უზრუნველჰყოს ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის შესაძლებლობების მხარდაჭერა სხვადასხვა შესაძლო ღონისძიებით. ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, ორმხრივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება იგეგმება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ და Sino Sure ქართულ და ჩინურ პროექტებს კოორდინაციას და მხარდაჭერას ერთობლივად გაუწევენ და სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის ერთობლივი დაფინანსების მექანიზმებს შეიმუშავებენ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ სფეროებში, როგორიცაა სამთო გადამუშავება, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ენერგეტიკა ტრანსპორტი და ვაჭრობა.

ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის უმსხვილეს ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ს შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობისა და იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და ქართულ-ჩინური ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას ჩინური მხრიდან ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure -ს საბჭოს თავმჯდომარე ვან ი, კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ხუან ჭციანი და ასევე, სადაზღვევო, რისკების მართვის, განვითარებისა და სტრატეგიის და საინვესტიციო დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ქართული მრიდან კი საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე დავით საგანელიძემ ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ის წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატი და ის რეიტინგები გააცნო, რომელთა მიხედვით, საქართველო საერთშორისო ბაზარზე უპირატეს პოზიციებს იკავებს. თავის მხრივ, კორპორაცია Sino Sure-ის საბჭოს თავმჯდომარემ ვან იმ განაცხადა, რომ რეგიონში „საპარტნიორო ფონდის“ სახით, მათ საიმედო და მყარი დასაყრდენი ჰყავთ. კორპორაცია Sino Sure-მა გამოთქვა მზადყოფნა საქართველოდან ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა პროდუქციის ესპორტის ზრდის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. ასევე, საუბარი შეეხო „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანიის „გაზისა და ნავთობის კორპორაციის“ მიერ გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ჩინელ კონტრაქტორებთან და ჩინურ ბანკ „აისიბისის“-თან თანამშრომლობის გარდა, დაზღვევის მიმართულებით ჩინეთის უმსხვილესი სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ის მონაწილეობაც განიხილება.

ჩინეთის ექსპორტისა და საკრედიტო სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ის ოფიციალური დელეგაცია პეკინში ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოში იმყოფებოდა. ოფიციალური დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს და საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს შეხვდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42