ჯერ კიდევ მაშინ, როცა კაია და პრესლი გერბერები პატარები იყნენ, დედასთან ერთად სარეკლამო რგოლებში ჩნდებოდნენ. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ისინი მოდის ინდუსტრიას შეუერთდებოდნენ.
ასეც მოხდა, ორივე მშობლების კვალს გაჰყვა. სინდის ქმარი რენდი ბერგერიც , რომელიც ამჟამად ბიზნესმენია, წარსულში მოდელი იყო.
16 წლის კაია გერბერის დეპუტი პოდიუმზე წელს შედგა, რამდენიმე კვირის წინ, ნიუ იორკის მოდის კვირეულზე.
რაც შეეხება 18 წლის პრესლის, პოდიუმზე პირველად 2016 წელს, Moschino-ს კოლექციით წარდგა. მისმა გამოჩენამ დიდი ფურორი მოახდინა. დებიუტიდან რამდენიმე დღეში კი პრესლი Dolce & Gabbana-ს მამაკაცის კოლექციის მთავარი ვარსკვლავი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ კაიას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ტაბლოიდები თანხმდებიან, რომ დედის შარმი პრესლის ხვდა წილად. სინდის განსაკუთრებული ხალი სახეზე და გამჭოლი მზერაც პრესლის ერგო.
პოდიუმზე პირველი გამოჩენისთანავე, პრესლიმ თითქმის ყველა დიდი ბრენდის ჩვენებაზე გაიარა.
პრესლის სიმაღლე 1.79 სმ-ს შეადგეს, IMG MODELS -ის მოდელია და უკვე წარმოაგდენს, რამდენიმე ცნობილი ბრენდის სახეს. დიდი ხანია არა მხოლოდ ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობს, არამედ ცნობილი ჟურნალების გარეკანებზეც ჩნდება.



















მასალის გამოყენების პირობები






