ლავროვის თქმით, საერთაშორისო ურთიერთობებში რუსეთი ყოველთვის იცავდა ურთიერთპატივისცემის და თანხმობის პრინციპებს და განაგრძობს მის დაცვას.
„საუკუნიის ბოლო მეოთხედში, ჩვენმა ქვეყნამ ღირსეულად გაირა თავისი გზა ცივი ომის მემკვიდრეობის აღმოსაფხვრელად. თუმცა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან იგივე დამოკიდებულებას ვერ ვხედავდით.
ნატო ცივი ომის კლიმატის აღდგენას ცდილობს“ - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, დასავლეთი, აღმოსავლეთით ნატოს „უკონტროლო გაფართოებით“ და სხვა საკითხებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში არასტაბილურობას და ანტირუსულ განწყობას უწყობს ხელს. ლავროვის თქმით, სწორედ ასეთ პოლიტიკას უკავშირდება „უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში კონფლიქტის გაჭიანურება.“
აღმოსავლეთ უკრაინის კონცლიქტის დარეგულირების შესახებ საუბრისას ლავროვმა განაცხდა, რომ მისი გადაჭრის გზა მხოლოდ დიალოგია. მისივე თქმით ქვეყანაში გაერო-ს სამშვიდობოების განთავსების ინიციატივით სწორედ რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა.
ჩრდილოეთ კორეაზე საუბრისას კი, ფხენიანის ბირთვული ცდები დაგმო, თუმცა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ კორეის მიმართ, „სამხედრო ისტერია ჩიხი და დამღუპველია.“
ლავროვმა გააკრიტიკა აშშ-ის პოლიტიკა და სანქციები ირანის მიმართ. მისი თქმით, აშშ-ის პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ბირთვულ შეთანხმებას.
„ნებისმიერი სანქცია, რომელის გაეროს გენერალური საბჭოს გვერდით ავლით წესდება, არალეგიტიმურია და ძირს უთხრის კოლექტიური ხასიათის საერთაშორისო ძალისხმევას“ - განაცხადა ლავროვმა.
მასალის გამოყენების პირობები






