ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკვე მოაწერა ხელი ახალ განკარგულებას, რაც აშშ-ის შესაძლებლობას მისცემს გაამკაცროს სანქციები იმ პირთა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ჩრდილოეთ კორეასთან ვაჭროაბს ეწევიან.
დონალდ ტრამპის განმატებით, ახალი სანქციების მიზანია ჩრდილოეთ კორეას იმ წყაროებთან წვდომა აუკრძალოს, რომლებიც კაცობრიობისთვის ყველაზე მომაკვდინებელი იარაღის შექმნას აფინანსებენ.
ფხენიანმა მორიგი ბალისტიკური რაკეტა, ბოლოს, 15 სექტემბერს გაუშვა. გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდიც შემოიღო.
გაეროში სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის დიდი მოთმინება აქვს, თუმცა თუ იძულებული გახდება საკუთარი თავი, ან მოკავშირეები დაიცვას, ჩრდილოეთ კორეის ტოტალური განადგურების გარდა, არჩევანი აღარ რჩება.
ტრამპის განცხადებას "ძაღლის ყეფა" უწოდა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






