აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებულმა ძალებმა ”ურალის” მარკის 10-ზე მეტი ავტომობილი და სხვა ქონება მიიღო.
”ჩვენ უკვე დავიწყეთ აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანების შტაბის შექმნის შესახებ უწყებათაშორისი შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაცი. . სამხედრო ქონების გადაცემა - ეს ჩვენი ერთობლივი მუშაობის პირველი ეტაპია”- განაცხადა რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელის შეიარაღების საკითხებში მოადგილემ რამზეს ნაბიევმა.
შეიარაღებული ძალების გაერთიანების შესახებ შეთანხმებას 2016 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი, რუსეთისა და ე.წ. აფხაზეთის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ბაზაზე. გაერთიანებული სამხედრო ბლოკი მოიცავს: რუსეთის მხრიდან - ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიზე განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა, აფხაზეთის მხრიდან კი - საარტილერიო , საავიაციო ჯგუფები, სპეცდანიშნულების ცალკეული რაზმი.
მასალის გამოყენების პირობები






