1 ივლისიდან აჭარა-გურიაში, შემდეგ კი კახეთში საცხოვრებელი შენობებისა და ოჯახების აღწერა, შემდეგ კი - მოქალაქეების აღწერა მოხდება. აღწერის ჩასატარებლად სულ 18 მილიონი ლარი დაიხარჯება. 2 წლის განმავლობაში, საყოველთაო აღწერის პროექტის ფარგლებში 18 ათასი ადამიანი დასაქმდება.
წინასწარი შედეგები კი 2015 წლის გაზაფხულზე იქნება ცნობილი. მოსახლეობის საყოველთაო აღწერას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ჩაატარებენ.
პროექტის ფარგლებში მოხდება მოსახლეობის დემოგრაფიული, ეკონომიური, სოციალური და სხვა სფეროების მიხედვით დაყოფა. აღწერის ჩატარება დაგეგმილია არა ხელით შედგენილი, არამედ ელექტრონულ-კარტოგრაფიული რუკებით. მსგავსი მეთოდით აღწერა პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებში განხორციელდა. საქართველოში მოსახლეობის აღწერა ბოლო 11 წელია არ ჩატარებულა.
მასალის გამოყენების პირობები






