ოდესმე გიფიქრიათ, როგორი შეიძლება იყოს თქვენი სიცოცხლის უკანასკნელი წუთები?
BBC-ის აზრით, ამ კაცს საინტერესო რჩევა აქვს.

ეს გახლავთ უძველესი რომაული ქალაქის პომპეის მკვიდრი, რომელიც 2 000 წლის წინ ვულკან ვეზუვის ამოფრქვევას ემსხვერპლა, ისევე როგორც მთელი ქალაქი. თუმცა, აქ მთავარი მისი პოზაა. თვითერზე ძალიან პოპულარულია ეს ფოტო, მისი აღწერისას კი ყველა თანხმდება, რომ ვულკანის ამოფრქვევივას პომპეის მკვიდრი მასტურბირებდა და სწორედ მასტურბირებისას დაიღუპა.
მამაკაცი, ხომ ნამდვილად ვერ წაარმოიდგენდა, ათასწლეულების შემდეგ მისი პოზის წყალობით ინტერნეტში ასეთი პოპულარული გახდებოდა.
საინტერესოა, მართლა მასტურბირებისას დაიღუპა ის?
ალბათ არა. 79 წლის 24 აგვისტოს პომპეი ქალაქ ჰერკულანუმთან ერთად ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ განადგურდა და საუკუნეების მანძილზე ვულკანური ფერფლით იყო დაფარული. ქალაქი 1748 წელს აღმოაჩინეს. არქეოლოგებმა პოპმეიში 1 150 ცხედარი აღადგინეს, მათგან 394 შენობების ნგრევისა და პემზისგან იყო დაღუპული. დანარჩენი 756 პიროკლასტიკური ნაკადით - ვუკლანური გაზითა და ნაცრისგან დაიღუპნენ.
ამიტომაც, ნაკლებად სავარაუდოა, ჩვენი სტატიის გმირი, უბრალოდ მასტურბირებისას მომკვდარიყო მაშინ, როცა ქალაქი ვულკანმა გაანადგურა.
გაზმა და ნაცარმა შესაძლოა , ასფიქსირება გამოიწვიოს, რაც თავისთავად თერმულ შოკს იწვევს. თერმული შოკი კი ადამიანის სხეულის კუნთების მყისიერ გაძლიერებას იწვევს, რომელიც კადვერიკის შოკით არის ცნობილი. ამით შეიძლება აღნიშნას პომპეის მკვიდრთა უცნაური პოზები.
„ფოტოზე არის ადამიანი, რომელიც პიროკლასტური ტკივილისგან არის გარდაცვლილი, რომლის დროსაც კიდურები - ხელებიც და ფეხებიც ისეთ მდგომარეობაშია, თითქოს ადამიანს კრუნჩხვები აქვს“ - ამბობს პროფესორი პეტრონი, რომელიც 25 წლის განმავლობაში სწავლობდა ვეზუვის შედეგად გარდაცვლილებს.
მასალის გამოყენების პირობები






