„საპრეზიდენტო არჩევნებში ქსენია სობჩაკის მონაწიელობა - კრემლის იდეაა. თუმცა, ხელისუფლების მოსაპოველად კრემლი მის დახმარებას არ პირებს“ - წერს გამოცემა.
სტატიის თანახმად, სობჩაკი უკვე ეძებს შტაბის ხელმძღვანელს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
„ბიბისის“ ცნობით, ტელეწამყვანმა სამსახური რამდენიმე ჟურნალისტს და მათ შორის ტელეკომპანია "დოჟდის" გენერალურ დირექტორს, ნატალია სინდევას და ყოფილ მთავარ რედაქტორ, მიხაილ ზიგარს, ასევე უფლებადამცველი ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ ყოფილ ხელმძღვანელს, მარია ბარონოვასაც შესთავაზა. სობჩაკის წინადადებას ჯერ არავინ დათანხმდა.
გამოცემის თანახმად, ისინი ორ პირს ესაუბრნენ, რომლებსაც სობჩაკმა შტაბის ხელმძღვანელობა შესთავაზა. მათი თქმით, ტელეწამყვანს არჩევნებში მონაწილეობის იდეა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან წამოვიდა. მათივე თქმით, სობჩაკს იდეა მოეწონა, თუმცა საპრეზიდენტო კამპანიისთვის ბიუჯეტი კრემლს არ გამოყვია, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებს ჟურნალისტი კამპანიის ჩატარებას.
სექტემბრის დასაწყისში, რუსული გამოცემა Ведомости წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი შესაძლოა ქალი გახდეს. გამოცემის ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მსჯელობდნენ იმაზე, რომ პუტინის მთავარი მეტოქე არჩევნებში ქალი იყოს. როგორც სტატიაში იყო საუბარი, მათ უკვე ჰყავთ 7 კანდიდატი, ერთერთ კანდიდატად კი ცნობილი სკანდალური ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი განიხილება.
მაშინ, აღნიშნული ინფორმაცია უარყო თავად ჟურნალისტმა. სობჩაკმა განცხადება ინსტაგრამზე გააკეთა და იმ გამოცემების მიმართ საყვედური გამოთქვა, რომლებმაც მისი საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ დაწერეს. ჟურნალისტის თქმით, ეს აბსურდული ინფორმაციაა.
აღსანიშნავია, რომ ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკისა და რეჟიმის დიდი კრიტიკოსია. მისი მამა ანატოლი სობჩაკი კი , წლების წინ სანკტ პეტერბურგის მერიაში მუშაობდა და ამავე უწყებაში დასაქმებული ვლადიმირ პუტინის უფროსი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






