მექსიკაში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველებმა დედაქალაქში, სკოლის ნანგრევებში მოყოლილი 13 წლის გოგონას გადარჩენა შეძლეს.
სკოლა ერთ-ერთია იმ შენობებიდან, რომელიც მექსიკის ცენტრალურ რეგიონებში 7.1 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების შედეგად ჩამოინგრა.
აღნიშნული სკოლის დანგრევას 21 ბავშვი და 5 მასწავლებელი ემსხვერპლა, ამ დრომდე ეძებენ 30-მდე ბავშვს.
ბოლო მონაცემებით, 19 სექტემბერს, მექსიკაში, 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 230 ადამიანი ემსხვერპლა.
გარდაცვლილთა შორის 21 სკოლის მოსწავლეა, რომლებიც სკოლის შენობის ჩამონგრევისას ნანგრევებში მოყვნენ. 15 ადამიანი კი, მიწისძვრის შედეგად, დედაქალაქ მეხიკოს სიახლოვეს მდებარე ყველაზე აქტიური ვულკანის პოპოკატეპეტლის ამოქმედებას ემსხვერპლა.
მიწისძვრას ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში ძლიერი ნგრევა მოჰყვა. ეპიცენტრი მეხიკოს მახლობლად მდებარე, შტატ პუებლაში იყო. მოგვიანებით , მოგვიანებით 11 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე მძლავრი 4 მაგნიტუდის იყო.
ყველაზე მეტი მსხვერპლი მორელოსში , მეხიკოსა და პუებლას შტატშია.
ნანგრევებში დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ მაშველები. ქვეყნის მასშტაბით სამდღიანი გლოვა გამოცხადა.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვირაა მეხიკოში 1985 წლის შემდეგ. მაშინ მიწისძვრას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები






