"უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის მე ჯარიმა უნდა გადავიხადო.
ეს კანონის პირდაპირი დარღვევა და სასამართლოზე ღია ზეწოლაა.
იური ვიტალიევიჩ, თქვენ, როგორც უკრაინის გენერალურ პროკურორს, აუცილებლად გექნებათ გაგონილი უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ. გარდა ამისა, როგორც თანამდებობის პირი, მსგავსი განცხადებებით, უკრაინის სასამართლო სისტემის პირდაპირ დისკრედიტაციას ახდენთ.
შესაძლოა, სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება უკვე გამოიტანა და მე მას საგულდაგულოდ მიმალავენ, ისევე როგორც მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას? ან იქნებ თქვენ მოსამართლეს მიანიშნეთ იმაზე, როგორი უნდა იყოს ვერდიქტი?” - წერს სააკაშვილი ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის გადაკვეთისთვის მხოლოდ ჯარიმის გადახდა მოუწევს,
მასალის გამოყენების პირობები






