ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები ქართულ ღვინოს ეცნობიან
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:07, 21 Sep, 2017     1228
დიდი ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott), ქართული ღვინით დაინტერესებულ ჟურნალისტებთან ერთად, საქართველოს ეწვია.

ღვინის ტურის ფარგლებში ბრიტანელი პროფესიონალები ღვინის მარნებსა და კომპანიებს კახეთში ეცნობიან. ბრიტანელ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცა დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „თელავის ღვინის მარანი“, GWS, „მუკადო ვაინს“, „ალავერდის მონასტრის მარანი“, „ვიტა ვინეა“, „ფაფარი ველი“, „კახა ჭოტიაშვილის მარანი“, „ხოხბის ცრემლები“.

კახეთში გამგზავრებამდე, სარა ებოტი ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში შეხვდა. მან შეხვედრის მონაწილეებს დიდ ბრიტანეთში ღვინის საფასო პოლიტიკა, ღვინის შეფუთვასა და ხარისხთან დაკავშირებული საკითხები გააცნო, რაც ქართული ღვინის ამ ბაზარზე დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომელობით, შესაძლებელია ინგლისში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა.

„საქართველოს დიდი ბრიტანეთის ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობს. ეს ვიზიტი გამორჩეულია, რადგან დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინისთვის გამორჩეული ბაზარია. ამ ბაზარზე შესვლა და დამკვიდრება ქართული ღვინისთვის პრიორიტეტია. ამ ჯგუფის წვერები ვიზიტის შემდეგ დაწერენ და ინფორმაციას გაავრცელებენ ქართული ღვინის კულტურის შესახებ, რაც კიდევ უფრო დაეხმარება ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას დიდ ბრიტანეთში“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ადგილობრივ ბაზარზე ღვინის მაგისტრის სარა ებოტის მარკეტინგული კომპანია „Swirl Wine Group“ შეარჩა.

„ჩვენ მართლაც ფანტასტიური და ამაღელვებელი მოგზაურობა გვქონდა. გვინდოდა ვიზიტორებისთვის გვეჩვენებინა ქართული ღვინო ყველა ასპექტში, მისი განვითარება, არსებობა და პოტენციალი. ჩვენ შევხვდით ღვინის მცირე მეწარმეებს, რომლებიც ვენახებში და ქვევრებთან მუშაობდნენ, ასევე ვნახეთ შედარებით დიდი ღვინის საწარმოები, სადაც საერთაშორისო სტანდარტის ქართული ღვინოები მზადდება, ვიხილეთ გამოცდილი მწარმოებლებიც და შედარებით ახალგაზრდებიც. ყოველივე ეს ჩვენთვის და ბრიტანეთის ბაზრისთვის ძალიან საინტერესოა. მე მინდოდა მათთვის მეჩვენებინა ქართული ღვინოების მრავალფეროვნება, რომ ეგრძნოთ მისი ენერგია, რადგან მე ვფიქრობ, რომ ქართული ღვინო ყველაზე ამაღელვებელია მთელს მსოფლიოში“ - აღნიშნა სარა ებოტმა.

ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ღვინის მწერლები - Miles Willis, Martin Lam, David Williams, Emma Diggory, Kate Clarke, Madeleine Waters.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42