„იცხოვრონ დასავლეთში მშვიდად. ჩვენ არავის წინააღმდეგ ბრძოლას არ ვაპირებთ, თუ არავინ შეგვეხება. ეს ყველაზე დიდი გარანტიაა. ჩვენ დავზარალდით ომით. ჩვენ აგრესიული სახელმწიფო არ ვართ. ომი არ გვინდა. ჩვენი მიწიდან არასოდეს დაწყებულა ომი, მხოლოდ მისგან ვიტანჯებოდით. როგორც პრზიდენტს, მინდა ჩემმა ხალხმა გაიგოს, რომ თუკი, უეცრად რამე მოხდება, ვიცით, როგორ დავიცვათ ჩვენი ოჯახები და ბავშვები. მე მინდა უბრალო, ადამიანური უსაფრთხოება. და ჩვენი მხრიდან რაიმე თავდასხმას ნუ ელით, განსაკუთრებით უკრაინაში“ - განაცხადა ლუკაშენკომ.
რუსეთსა და ბელარუსში ერთობლივი მასშტაბური სამხედრო სწავლება „ზაპად-2017“ 14 სექტემბერს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდა.
სტრატეგიულ მანევრებში 12 000-ზე მეტი რუსი სამხედრო იღებს მონაწილობას.
მობილიზებულია სამხედრო ტექნიკა და ავიაციაც - 70 ვერტმფფრენი და თვითმფრინავი, 680 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის 250 ტანკი, 200 იარაღი, რაკეტები, ნაღმტყორცნები და საბრძოლო ხომალდები.
დასავლეთში რუსეთის მიერ დაგეგმილი წვრთნების გამო უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქვეს. როგორც ცნობილია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან მასშტაბურ წვრთნებს მხოლოდ რამდენიმე დამკვირვებელი ესწრებოდა. ლიტვის პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე კი ამბობდა, რომ ისტორიულმა გამოცდილებამ რუსეთის არაპროგნოზირებადობა რამდენჯერმე გვაჩვენა და ესწვრთნები, საფრთხისშემცველი იყო ლიტვისთვის.
მისი თქმით, არსებობს „ძალიან დიდი“ ალბათობა იმისა, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ რუსული სამხედრო ტექნიკა ბელორუსში დარჩეს.
მასალის გამოყენების პირობები






