„უკრაინის მსგავსად, რუსეთი სამხედრო ნაბიჯების გადადგმას ბელორუსის წინააღმდეგაც გეგმავს, თუ ამ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია შეიცვლება. რუსეთის შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების სტრუქტურები ემზადებიან იმ შემთხვევისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩაერიონ და სამხედრო ოპერაცია ჩაატარონ ბელორუსში. ოპერაციის დაგეგმვა 2014 წელს დაიწყო“- განაცხადა ტერასმა.
გენერალმა აღნიშნა, რომ სამხედრო სწავლება „ზაპადის“ და სხვა ერთობლივი წვრთნების ამოცანა ბელორუსის შეიარაღებული ძალების რუსეთის ძალებთან მაქსიმალური დაახლოება, მიზანი კი ბელორუსის სამხედრო ძალების დამოუკიდებელი მოქმედების პარალიზებაა.
„წვრთნებში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სამხედრო ოლქები, ბალტიის და ჩრდილოეთის ფლოტები, სარაკეტო ძალები. თუ ყველაფერი ანტიტერორისტული ოპერაციაა, მაშინ ეს აშკარად გაზვიადებულია.“- განაცხადა ესტონელმა გენერალმა.
მანამდე პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაჩერევიჩმა განაცხადა რომ სამხედრო წვრთნის „ზაპად 2017“-ით რუსეთი გეგმავს შეიმუშაოს ბირთვული იარაღის გამოყენების გეგმა.
მასალის გამოყენების პირობები






