,,ბატონო ბარიგებო და მათო თანამოაზრეებო, თქვენ საბოლოოს ჩაფლავდით“ - მიხეილ სააკაშვილი
მსოფლიო - 17:47, 20 Sep, 2017     2747
მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია. სხდომა 22 სექტემბერს არის ჩანიშნული. მანამ კი სააკაშვილი ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს.

„თუკი ბევრს მოიტყუები - საკუთარ სიცრუეში ჩაიძირები. ბანკოვაია , ჩემი აზრით უკვე...

ხელისუფლება ისტერიულად ჩემს საქმესთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს და მათ სახელმწიფო საიდუმლოებას უწოდებს.

დღემდე არსად მინახავს არც ბრძანება ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, არც კომისიის ოქმი, რომელმაც ჩემი საკითხი განიხილა.

მიუხედავად ამისა, სასამართლოში, უკრაინელი სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის “უკანონო“ გადაკვეთისთვის მტკიცებულებების წარდგენაა აუცილებელი. მათ ეს გააკეთეს. მაგრამ ირკვევა, რომ მათი მტკიცებულებები ჩემს სიმართლესა და უდანაშაულობას ამტკიცებს.

სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დოკუმენტში, რომელიც ოფიციალურად გადმოგვეცა, შავით თეთრზე წერია - ”აფეთქების საფრთხის შემთხვევაში, ხალხის დაუყოვნებლივ ევაკუაცია უნდა განხორციელდეს!”.

ხალხის ევაკუაცია - ეს სასაზღვრო სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა.

ფაქტობრივად, ბანკოვას კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ძალებითა და სახსრებით მორიგი - ”შეგინის ქვაბი” შეიქმნა. იქ რომ ნამდვილად ასაფეთქებელი ყოფილიყო, ეს ტრაგედია მორიგი ილოვაისკი და დებალცევო გახდებოდა.

ყველა სამხედრომ, რომელიც უკრაინის კონსტიტუციის, წესდების, სინდისისა და საღი აზრის საპირისპიროდ ამგვარ ბრძანებებს ასრულებს, პასუხი უკრაინული და საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით უნდა აგოს.

მაშ ასე, მე შეკითხვა მაქვს: თქვენ გსურთ გაასამართლოთ სამხედრო კაპელანი ხერსონიდან, მაიდანის და ომის გმირები ხარკოვიდან და ლვოვიდან, რომლებიც თქვენ უკანონოდ დააკავეთ მთელი კვირით. თქვენ ასევე გსურთ ჩემი გასამართლება, იმისთვის რომ უკრაინელები მოქმედებდნენ კანონის შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინათ თქვენი გენერლების უკანონო ბრძანებები.

ბატონო ბარიგებო და მათო თანამოაზრეებო, თქვენ საბოლოოს ჩაფლავდით.
უკრაინაში მხოლოდ ერთი კანონია და მისი საკუთარი ინტერესების მიხედვით გადაწერა არ გამოგივათ! თქვენთვის უხერხულ მოქმედებებში , დანაშაულის არავითარი ნიშნები არ არის და არ იქნება! ხალხი კი არც ისეთი სულელია, როგორიც თქვენ გგონიათ! თქვენი ტყუილი თეთრი ძაფებითაა ნაკერი და ამას ყველა ხვდება!” - წერს მიხეილ სააკაშვილი და თან საზღვარზე აფეთქების საფრთხის შემთხვევაში, მოქმედების ინსტრუქციას აქვეყნებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42