აშშ-ის შემდეგ, ავღანეთში კონტიგენტს ნატოც ზრდის.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აშშ-მ განაცხადა, რომ ავღანეთში დამატებით 3 ათასი სამხედროს გაგზავნა დაანონსა.
როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სააგენტო Associated Press-თან განაცხადა, ავღანეთის ძალების საწრვთნელ მისიაში მონაწილე ნატო-ს სამხედროების რაოდენობა რამდენიმე ათასით გაიზრდება. მისივე თქმით, მიესალმება დონალდ ტრამპის ინიციატივას, ავღანეთში დამატებითი სამხედროებით გაგზავნის თაობაზე. მისი თქმით, კონტიგენტის გაზრდა, ტერირიზმთან ბრძოლასა და უსაფრთხოების დაცვის მხრივ ვითარებას გააუმჯობესებს.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ პენტაგონი ავღანეთში დამატებით 3 000-ზე მეტ ჯარისკაცს გააგზავნის.
ოფიციალური ინფორმაციით, ავღანეთის ტერიტორიაზე ამ დროისთვის დაახლოებით 11 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება,
მასალის გამოყენების პირობები






