ქვეყნის სწრაფი განვითარება და ეკონომიკის გაძლიერება ავტომატურად იწვევს მოქალაქეებში მემარცხენე იდეოლოგიის მხარდაჭერას.
პოზიცია - 18:04, 30 Jun, 2013     2991

თუმცა, რჩება წითელი ხაზები, რომელთა გადალახვა არ მოხდება და იდეოლოგიური სხვაობა ამ ბრძოლას ორმაგი ძალით განაპირობებს. მთავრობისა და გადასახადების როლი თანამედროვე მსოფლიოში, სოციალური პროგრამების მასშტაბი და არსი, პირადი თავისუფლების არეალი - ამ ფუნდამენტური ფასეულობების მიმართ მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა გააჩნიათ.

ეს დაპირისპირება საქართველოშიც იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების იდეოლოგია, არც პოლიტიკურ ცხოვრებაში და არც მოსახლეობაში, განვითარებული არ არის, ნებისმიერი დაპირისპირების შემთხვევაში მემარჯვენე და მემარცხენე იდეოლოგიის შეჯახება სახეზეა. ეს უფრო ქვეცნობიერად ხდება. ხშირად სტუდენტებსა და მოსწავლეებს ვეკითხებოდი, იცოდნენ თუ არა სხვაობა მემარჯვენეობასა და მემარცხენეობას შორის. 99% შემთხვევაში რესპოდენტებს პასუხის გაცემა უჭირდათ. თუმცა ყველაზე საინტერესოა, რომ ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ძალიან მკაფიოდ აყალიბებდნენ იდეოლოგიურ პოზიციას. მემარჯვენეობასა და მემარცხენეობას შორის განსხვავება იმაზე მეტად ღრმაა, ვიდრე ბევრს ჰგონია და არ არის დამოკიდებული იდეოლოგიების პოსტულატების ცოდნაზე. ვფიქრობ, ეს ჩვენს ქვეცნობიერშია ჩადებული და ეს განსხვავებები დიდწილად განსაზღვრავს ადამიანთა ქცევას.

ჩვენი დემოკრატია ახალგაზრდაა, ჩვენს მოქალაქეებს არავინ ასწავლიდა პოლიტიკური თეორიების ნიუანსებს და სხვადასხვა იდეოლოგიის პოსტულატებს, კომუნისტურის გარდა, რასაკვირველია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეცნობიერად ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს ესმის მემარჯვენეობისა და მემარცხენეობის ძირითადი განსხვავებები.

რაც თავი მახსოვს, ყოველთვის მემარჯვენე იდეოლოგიის მომხრეებს მივეკუთვნებოდი. წლების განმავლობაში ჩემი იდეოლოგია მხოლოდ მერყეობდა ულტა-კონსერვაიზმსა და ნეო-კონსერვატიზმს შორის. ახლა თამამად შემიძლია ვთვა, რომ ნებისმიერი ჩემი მოქმედება ნეო-კონსერვატორული იდეოლოგიით არის განპირობებული. ამ პოლიტიკური იდეოლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტიკური მამა სენატორი მაკკეინია, ადამიანი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიოს პოლიტ.იდეოლოგიების განვითარების პროცესში.

ამის მიუხედავად, არ მინდა მკითხველი დავღალო იმაზე კამათით, თუ რომელი სჯობს - მემარცხენეობა თუ მემარჯვენეობა. ბუნებრივია, ჩემი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, სუბიექტური ვიქნები. მხოლოდ იმას მსურს ხაზი გავუსვა, რომ არ შეიძლება დღეს, იმისდა მიხედვით, თუ რა არის მომგებიანი პოლიტიკური თვალსაზრისით, იყო მემარცხენე ან მემარჯვენე. ორივე იდეოლოგია ფასეულია და მოსახლეობისთვის სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ გადაუხვევ იდეოლოგიურ პოსტულატს და აქეთ იქით არ იხტუნავებ. მემარცხენე იდეოლოგია სრულად არის ორიენტირებული სოციალურ პროექტებზე. მაგალითად, ითვალისწინებს სახელმწიფო დაზღვევას ან უფასო ჯანდაცვას, მაგრამ ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ გადასახადები უნდა გაიზარდოს. ეს ძალიან მარტივი კორელაციაა: თუ სახელმწიფოს სურს, განახორციელოს ბევრი სოციალური პროექტი, მას უნდა ჰქონდეს ბევრი ფული. ფული ბიუჯეტში კი ჩნდება გადასახადების გზით და არა კუპიურების ბეჭდვით. ანუ, ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ უფასო არაფერია. ვინმემ პირდაპირ ან ირიბად უნდა დააფინანსოს ესა თუ ის საკითხი. ამიტომ, როდესაც პოლიტიკოსი ამბობს, რომ მოქალაქეებისთვის იმოქმედებს ბევრი სოციალური პროგრამა, უფასო იქნება ჯანდაცვა და უმაღლესი განათლება, ორთვიანი შვებულებები და ა.შ. ამის საფასურს მოქალაქეები გადაიხდიან გაზრდილი გადასახადების სახით ან ეკონომიკას ელოდება სრული კოლაფსი. მარტივი მაგალითი - შვედეთი, ამ ქვეყანაში უამრავი სოციალური პროგრამაა, მაგრამ გადასახადები 60 %-ს აღემატება.

საქართველოში, როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში, ხშირად პოლიტიკური იდეოლოგია არ განისაზღვრება პოლიტ.მეცნიერებების კანონებით. ჩვენთან პოლიტიკური ლიდერის პოზიცია ამა თუ იმ საკითხის მიმართ პარტიულ იდეოლოგიაზე ახდენს ზეგავლენას და უმრავლეს შემთხვევაში, ეწინააღმდეგება მსოფლიოში დამკვიდრებულ ნორმებს. მკაფიო გამონაკლისი მხოლოდ ლეიბორისტული პარტიაა, რომელიც წლებია ულტრამემარცხენე პოზიციას იკავებს.

2003 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლოზუნგები და პროგრამა მემარცხენე ცენტრისტული იყო, მაგრამ 2006 წლიდან პარტიის იდეოლოგია შეიცვალა და მიუახლოვდა ნეო-კონსერვატიზმს. ამის მიზეზი, ქვეყნის მშენებლობასა და განვითარებასთან დაკავშირებით, პარტიის ლიდერის პოზიცია იყო. ამ ცვლილებამ ნაციონალურ მოძრაობაში განაპირობა ქვეყნის სწრაფი განვითარება, მაგრამ, ამავდროულად, დარტყმა მიაყენა პარტიის პოლიტიკურ რეიტინგს.

თუ დაუკვირდებით მსოფლიოსა და საქართველოს მაგალითებს, დაინახავთ, რომ ქვეყნის სწრაფი განვითარება და ეკონომიკის გაძლიერება ავტომატურად იწვევს მოქალაქეებში მემარცხენე იდეოლოგიის მხარდაჭერას. ამას ლოგიკური ახსნა აქვს: როდესაც იწყება ეკონომიკის სწრაფი ზრდა მემარჯვენეთა ხელში, ის 2-3 წელიწადში გავლენას ახდენს ხალხის ძირითადი მასის პირად შემოსავალზე, ჯიბეზე. ამასთან, მოქალაქეები ხედავენ რა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება, ითხოვენ სახელმწიფოსგან და მთავრობისგან, რომ ეს, სოციალური პროგრამების მეშვეობით, რაც შეიძლება მალე აისახოს მათ ჯიბეზე.

ბოლოს, მინდა მოგიყვეთ ამერიკული ანეკდოტი დემოკრატ - მემარცხენეების და რესპუბლიკელ - მემარჯვენეების სხვაობაზე: თუ ამერიკაში გზაში თქვენ გაგიფუჭდათ მანქანა, რესპუბლიკელი არასდროს გაჩერდება, რომ დაგეხმაროთ, დემოკრატი კი ყოველთვის გაჩერდება და საბოლოოდ გაგიფუჭებთ მას.


დიმიტრი შაშკინი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42