ეს პირველი შემთხვევაა, როცა სერბიის პრემიერ-მინისტრი ესწრება გეი აღლუმს, რომელზეც წარსულში ძალადობის შემთხვევები იყო. აღლუმში მონაწილეობენ ასევე შრომის მინისტრი, სახელმწიფო ადმინისტრაციის მინისტრი და ბელგრადის მერი.
ბრნაბიჩი 41 წლისაა, განათლება მას აშშ-ის მიჩიგანის უნივერსიტეტში და დიდი ბრიტანეთის ჰალის უნივერსიტეტში აქვს მიღებული. საჯარო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მინისტრის პოსტზე ის 2016 წლის აგვისტოში დაინიშნა. სერბეთის პრემიერ-მინისტრად კი ივნისში აირჩიეს.
2010 წელს ულტრამემარჯვენეების თავდასხმის გამო, სერბეთში გეი-აღლუმების ჩატარება საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მოტივით, მომდევნო სამი წლის განმავლოიბაში აკრძალული იყო. 2014 წელს აღლუმის ისევ ჩატარდა თუმცა გაძლიერებილი უსაფრთხოების ზომების ქვეშ, აღლუმის მონაწილეთა დაცვას სპეცრაზმი და ჯავშანტექნიკა უზრუნველყოფდა.

მასალის გამოყენების პირობები






