„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ხუასინის ენერგეტიკულ კორპორაცია CEFC-ის პირველ პირებს შეხვდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:51, 19 Sep, 2017     1251
ხუასინის ენერგეტიკულმა კორპორაცია CEFC-მ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით მყოფ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს საპატიო მიღება მოუწყო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დავით საგანელიძე შანხაიში ყველაზე მსხვილი კორპორაცია CEFC-ის მმართველ რგოლს შეხვდა.

შეხვედრაში CEFC-ის შანხაის ოფისის მმართველი წანგ ძიენ ძუნი, CEFC-ის პეკინის ოფისის გენერალური მენეჯერი, საინვესტიციო დეპარტამენტის გენერალური მენეჯერი, ფინანსური თანამშრომლობის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, სტრატეგიული პროექტების მთავარი მენეჯერი და ენერგეტიკული კორპორაციის სხვა მმართველი პირები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და ჩინეთის ხუასინის ენერგეტიკული კორპორაცია CEFC-ის მენეჯმენტმა პეკინში 14-15 მაისს გამართულ „ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ ფორუმის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდსა“ და CEFC-ის შორის გაფორმებულ მემორანდუმზე იმსჯელეს. მემორანდუმი CEFC-ისა და „საპარტნიორო ფონდის“ ერთობლივი „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდის“ ამოქმედებას გულისხმობს, რომელიც ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში ახალ საინვესტიციო პლატფორმას და მყარ ფინანსურ ინსტრუმენტს გააჩენს. თანამშრომლობა სავაჭრო-საინვესტიციო და კულტურულ სფეროებში შედგება.

„საპარტნიორო ფონდმა“ კომპანია CEFC-თან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკები ჯერ კიდევ 10 თვის წინ დაიწყო. მხარეები ერთობლივი ფინანსური ინსტიტუტის შექმნის შესახებ მსჯელობდნენ, რაც საბოლოოდ, ერთობლივი ფონდის შექმნით დასრულდა. ახლადშექმნილი ფონდი ფულს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ინდუსტრიის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში დააბანდებს.

CEFC-ის მმართველი გუნდი და „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი შანხაის ოფისში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობასა და სასაწყობე მეურნეობებით უზრუნველყოფის თაობაზე შეთანხმდნენ. აქცენტები გაკეთდა საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების საკითხზეც. კერძოდ, საუბარი შეეხო ფოთის ეკონომიკურ ზონას, რომლის აქტიური ამუშავება ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. ჩინური მხარე მზადყოფნას გამოთქვამს საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი ავიარეისების ამოქმედებასთან დაკავშირებით. ხუასინის ენერგეტიკული კორპორაცა CEFC-ი რეკომენდაციას გაუწევს ჩინეთის წამყვან მრავალპროფილიან საწარმოებს საქართველოში გაეცნონ არსებულ საინვესტიციო პოტენციალს. CEFC-ი ჩინელ მეწარმეებს კონსულტაციებს გაუწევს „საპარტნიორო ფონდთან“ სტრატეგიული პროექტების განხორციელების შესახებ. ხუასინის ენერგეტიკულ კორპორაციაში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე CEFC-ის მმართველი რგოლი დავით საგანელიძემ საქართველოში 27-28 ნოემბერს დაგეგმილ „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმზე“ მოიწვია, რომლის ერთერთი ორგანიზატორი „საპარტნიორო ფონდია“.

შანხაიში კერძო სექტორთან შეხვედრების პარალელურად, ქართული დელეგაცია დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, შეხვედრებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან მართავს. საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი შანხაის მთავრობის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ვიცე-თავმჯდომარეს ფუ ლიხუნს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების, თბილისისა და შანხაის დამეგობრებისა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისების შესახებ ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის შეხვედრა შანხაის თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური ზონის მენეჯმენტთან და საერთაშორისო ურთიერთობების ბიუროს ხელმძღვანელთან შედგა. მხარეებმა ჩინეთის სავაჭრო ეკონომიკური ზონის კონცეფციის დეტალებისა და საქართველოში ანალოგიური წარმატებული მოდელის დანერგვის შეახებ იმსჯელეს.

შეგახსენებთ, სიემენში გამართულ ჩინურ-ქართული ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და უმსხვილეს ჩინურ კომპანია CEFC-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, ასევე, ხელი მოაწერა შეთანხმებას ფოთის ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის ჩინური კონგლომერატის CEFC-ისთვის გადაცემის შესახებ.

ქართული დელეგაცია დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. 21 სექტემბერს „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინურ მსხვილ კორპორაცია SINO SURE-ს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის ერთობლივი დაფინანსების მექანიზმების შემუშავებას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42