Game of Thrones-ის მაყურებლებს აუცილებლად გემახსოვრებათ ქჰალ მორო, რომელიც სერიალის მეექვსე სეზონში გამოჩნდა. თუმცა, ცოტამ თუ იცით, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარი იოსებ სტალინია. თითქმის.
რეალურად, მსახიობის სრული სახელი და გვარი იოსებ სტალინ პერეირა ნაუფაუა, (Joseph Stalin Pereira Naufahu) თუმცა ასე არავინ მიმართავს და მას ჯო ჰაუფაუდ მოიხსენიებენ.
ქჰალ მოლო ახალ ზელანდიაში დაიბადა და მორაგბეა. მიუხედავად იმისა, რომ GOT-ამდე მას რამდენიმე როლი ჰქონდა შესრულებული, ეს მის სამსახიობო კარიერაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.
როგროც Reddit-ზე წერენ, მისი სახელთან ისტორია არაფერ შუაშია და ეს მისი ბიძის სახელისგან მომდინარეობს, რომელსაც სტალიგი ერქვა.
თუკი ვიკიპედიაში შევამოწმებთ, ვნახავთ, რომ ლათინური ალფაბეტით GOT-ის ქჰალ მოროსა და იოსებ ბესარიონის ძე სტალინის სახელები, ზუსტად ერთნაირად იწერება.


მასალის გამოყენების პირობები






