ზამთარში "მცირე გამყინვარების პერიოდი" გველოდება - მეტეოროლოგები
ეს საინტერესოა - 10:46, 20 Sep, 2017     21774
მეტეოროლოგების განცხადებით, ევროპის კონტინენტის მცხოვრებლებს ძალიან ცივი ზამთარი ელის. მეციერები მას უწოდებენ. მათი განცხადებით, ყველაზე მეტად დაზარალდება დიდი ბრიტანეთი. სადაც მდინარე ტემზაც კი გაიყინება. ზოგი მათგანი ვარაუდობს, რომ წელს ზამთარში, ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი საშუალო ტემპერატურა დაფიქსირდება.

"ეს სერიოზული კლიმატური სიტუაცია რამდენიმე დღეში არ გამოსწორდება, რადგან გასული ციკლების მრავალჯერადი ანალიზი, რომელიც გავლენას ახდენს მზის აქტივობაზე, და მზეზე ე.წ. ლაქების გაჩენის სიხშირე გვაძლევს საფუძველს განვაცხადოთ, რომ ჩვენ ე.წ. მაუნდერის მინიმუმს (მზეზე ლაქების გაჩენის მკვეთრი შემცირება, რასაც თან ახლავს დედამიწაზე ტემპერატურის მკვეთრი დაცემა - "ნიუპოსტი") ვუახლოვდებით," - აცხადებს ექსპერტი-კლიმატოლოგი ჯეიმს მადენი.

ანალოგიურ დასკვნას აკეთებს AccuWeather-ის მეტეოროლოგი ალექს სოსნოვსკი, რომელიც აცხადებს, რომ ზღვის ზედაპირის ტემპერატურის დაცემა დიდ გავლენას მოახდენს მის ახლომდებარე ტერიტორიების ტემპერატურაზე.

"ლონდონში, ანსტერდანში, პარიზში, და ლისაბონში კლიმატი შეიცვლება და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მცირე იქნება, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში," - აცხადებს ის.

რუსი მეცნიერები ტემპერატურის დაცემის ახსნას შემდეგი მოსაზრებით ცდილობენ:

"მიმდინარეობს ატმოსფერული მოვლენებისა და პროცესების ერთგვარი ტრანსფორმაცია. მაგალითად 90-ებში ხდებოდა ტემპერატურის სწრაფი მატება, რაც ჰაერის მასების დასავლეთიდან ატლანტიკის ოკეანედან გადმონაცვლებით იყო განპირობებული. ახლა ეს მოვლენა ნელნელა მინავლდა და ქრება. ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში მიმდინარეობას ყინულის დიდი მასების დნობა, იქმნება ერთგვარი "სითბოს მოულოდნელი პოლუსი". ეს ახალი ფაქტორი ხელს უშლის ატმოსფერული მასების დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადმონაცვლებას, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ახლა ისინი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მოძრაობენ. რის გამოც სამხრეთში სიცივე მატულობს. პოლარული ჰაერის მასების შემოჭრა ზამთარში ანომალურად ცივ ტემტერატურას მოიტანს," - აცხადებენ ისინი.

რამდენად მომზადებული შეხვდება ევროპა კლიმ,ატურ ანომალიებს? ცნობისთვის, პარიზის აეროპორტებში თოვლსაწმენდი მანქანებიც კი არ აქვთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42