– რა ჩივილებია გავრცელებული დღესდღეობით, რომლითაც ყველაზე ხშირად მოგმართავენ და რისგანაა გამოწვეული ეს ყოველივე ?
– ტკივილი წელის არეში, კისრის არეში, სახსრებში, ხერხემალში, ტანადობის დარღვევა, ჯდომის არასწორი პოზა – ეს ის ყველაზე გავრცელებული ჩივილებია, რომელიც 21-ე საუკუნის ადამინს აწუხებს. ამ ყოველივეს იწვევს არასწორი ცხოვრების წესი. ადამიანთა უმრავლესობა დღის მნიშვნელოვან ნაწილს მჯდომიარე პოზაში ატარებს, რაც იწვევს კუნთების ერთი ჯგუფის გადატვირთვას, ხოლო სხვა კუნთთა ჯგუფების მოდუნებას. სხეულის კუნთები ერთ მთლიან სისტემას წარმოადგენს, თუ რომელიმე ნაწილში წარმოიქმნება ფუნქციური დარღვევა, მწყობრიდან გამოდის მთლიანი სისტემა და შედეგად ვიღებთ პათოლოგიურ მოძრაობებს. იზრდება დატვირთვა, ვითარდება კუნთოვანი დისბალანსი, ხდება პერიფერიული ნერვების კუნთთა შორის კომპრესია და სახსრების დაზიანება. ამ ყველაფრის შედეგად კი წარმოიქმნება ტკივილი.
არანაკლებ ხშირია სავარჯიშო დარბაზებსა და სპორტკლუბებში არასწორი ვარჯიშისას არასაჭირო ჯგუფის კუნთების დატვირთვა, რის შედეგადაც ვარჯიში საბოლოოდ, არაეფეტურია.
სწორედ ამ ჩივილებისაგან გაგათავისუფლებთ სამკურნალო სამედიცინო ცენტრი „სიმეტრია“. ჩვენ ვმკურნალობთ: ტკივილს ხერხემალსა და სახსრებში – ართრიტებს, ართროზებს; იოგების, კუნთებისა და მყესების დაჭიმულობას; ბრტყელტერფიანობას; სქოლიოზს; ოსტეოქონდროზს; ასევე, გთავაზობთ ტრავმის შემდგომ აღდგენით თერაპიას.
– ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისთვის, მკურნალობის რა მეთოდებს იყენებთ?
„სიმეტრიის“ მკურნალობის მეთოდი დაფუძნებულია ბიომექანოთერაპიაზე, რომელიც მიმართულია არა სიმპტომურ მკურნალობაზე, არამედ კუნთებისა და სახსრების დისბალანსის მიზეზისა და განვითარების მექანიზმის აღმოფხვრაზე. ამისათვის ვიყენებთ ეკოლოგიურ მკურნალობას, ოპერაციული ჩარევისა და მედიკამენტების გარეშე. მკურნალობის მეთოდი წარმოდგენილია სამკურნალო ვარჯიშით (მოძრაობა), რომელიც ემსახურება კუნთების სპაზმისა და ქსოვილების შეშუპების მოხსნას, მათში სისხლის მიმოქცევის, ინერვაციისა და დისბალანსის აღდგენას. ჩვენ ვმკურნალობთ სწორი მოძრაობებით, რომელიც აღადგენს სხეულის სიმეტრიას. სწორად შერჩეული სავარჯიშოებით, ჩვენ თავიდან ვასწავლით გადატვირთულ კუნთს სწორ, ფიზიოლოგიურ მუშაობას. შედეგად, მცირდება ტრავმის რისკი და სპორტით დატვირთვა ეფექტური ხდება.
– რაზეა დაფუძნებული დიაგნოსტიკა ?
– პაციენტი ცენტრში იმყოფება კვალიფიციური ექიმი-ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, დიაგნოსტიკა დაფუძნებულია ანამნეზის გამოკითხვაზე, დამატებითი გამოკვლევების პასუხებზე (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), სხეულის ვიზუალურ დათვალიერებაზე, რბილი ქსოვილების პალპაციაზე, ნევროლოგიური სტატუსის შეფასებაზე, კიდურებისა და სახსრების მოძრაობის ამპლიტუდის გამოკვლევაზე. კონსულტაციის ბოლოს, ხდება დიაგნოზის დასმა და მკურნალობის გეგმის დასახვა.
– რას მოიცავს მკურნალობის გეგმა პაციენტებისათვის, რომლებსაც ხერხემლისგან გამოწვეული ტკივილები აწუხებთ?
– მკურნალობის გეგმა მოიცავს სამკურნალო ვარჯიშების კომპლექსს, რომლის შერჩევაც ხდება ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტისათვის. ვარჯიშს უძღვებიან გამოცდილი ექიმი-რეაბილიტოლოგები, რომლებიც ინდივიდუალურად მართავენ თითოეული პაციენტის პროგრამას. თავად ვარჯიში არ წარმოადგენს ძალისმიერ მეთოდს, შედგება მარტივი მოძრაობებისაგან, რომელიც არ იწვევს ორგანიზმის გადატვირთვას. ჩვენ ვიძლევით ჩვენი მკურნალობის მეთოდის გარანტიას. ჩვენს მონოფუნქციურ ტრენაჟორზე უკვე მესამე ვარჯიშის შემდეგ, აუცილებლად იგრძნობთ ტკივილის შემცირებას, მოძრაობების აღდგენას და ენერგიულობას.
– რა უპირატესობები აქვს სამკურნალო, სატრენაჟორო მოწყობილობებს?
– სამკურნალო ვარჯიშები კეთდება უნიკალურ სავარჯიშო მოწყობილობაზე (ტრენაჟორზე), რომელსაც საფუძვლად უდევს 1857 წელს შვედი ექიმის, გუსტავ ცანდერის მიერ გამოგონილი პირველი ტრენაჟორი. ადამიანის სხეულის ბუნებრივ სიმეტრიულობას ყველაზე კარგად გამოხატავს ლეონარდო და ვინჩის „ვიტრუვიანელი ადამიანის“ ნახატი. იგი განსაზღვრავს სხეულის აღნაგობისა და პროპორციულობის ოქროს სტანდარტს. სწორედ ამ პრინციპით მოხდა ცანდერის ტრენაჟორის მოდიფიცირება, რომელსაც გთავაზობთ სამკურნალო-სამედიცინო ცენტრი „სიმეტრია“. ტრენაჟორის უპირატესობებია: ერგონომიკა; ზუსტი დოზირება და მიზნობრიობა (მუშაობს მხოლოდ საჭირო კუნთები დასაშვები ამპლიტუდით); დეკომპრესია (სახსრებზე დამატებითი დატვირთვის არარსებობა).
– რა სახის მკურნალობას გვთავაზობს სამკურნალო-სამედიცინო ცენტრი „სიმეტრია“ მედიკამენტოზური მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის ალტერნატივად?
– ცენტრში არსებული ტრენაჟორი საშუალებას იძლევა, ვაკონტროლოთ კუნთებსა და სახსრებზე დატვირთვის დოზირება, კუნთები მუშაობს ფიზიოლოგიურად, სწრაფად ხდება კუნთოვანი ტონუსის აღდგენა და სხეულის სიმეტრიის შენარჩუნება. ვარჯიშების მიმართ ორგანიზმის ადაპტაციის შემდგომ,თანდათანობით ხდება დატვირთვის გაზრდა. ასეთი ვარჯიშებით მიიღწევა ძვალ-კუნთოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა.
ცენტრში მკურნალობის შემდეგ აქტიურდება ძვალ-კუნთოვანი სისტემა, სხეულის ეფექტური მუშაობა ბრუნდება, მატულობს სასიცოცხლო ენერგია და ტკივილი ქრება.
მასალის გამოყენების პირობები