პუტინი შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკას დაათვალიერებს, შემდეგ კი სამხედრო მანევრებს სამეთაურო პუნქტიდან დააკვირდება.
რუსული მედიის ცნობით, როგორც მანამდე კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, პუტინი, როგორც მთავარსარდალი, მუდმივად ესწრება მასშტაბურ სამხედრო სწავლებებს და ამ შემთხვევაშიც, „ზაპად 2017“-ზე მისი ჩასვლა საფრთხისშემცველი არ არის, „როგორც ამას დასავლელი ქვეყნები აცხადებენ.“
შეგახსენებთ, რუსეთსა და ბელარუსში ერთობლივი მასშტაბური სამხედრო სწავლება „ზაპად-2017“ 14 სექტემბერს დაიწყო, რომელიც 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სტრატეგიული მანევრები ბელარუსის ექვს პოლიგონზე გაიმართბა, ესენია - ლეპელსი, ლოსვიდო, ბორისოვი, ოსიპოვიში, რზანკსი ,დომანოვკსი და დრეტუნი. რუსეთში კი სამ პოლიგინზე.
სტრატეგიულ მანევრებში 12 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მიიღებს მონაწილობას.
მობილიზებულია სამხედრო ტექნიკა და ავიაციაც - 70 ვერტმფფრენი და თვითმფრინავი, 680 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის 250 ტანკი, 200 იარაღი, რაკეტები, ნაღმტყორცნები და საბრძოლო ხომალდები.
დასავლეთში რუსეთის მიერ დაგეგმილი წვრთნების გამო უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქვეს. როგორც ცნობილია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან მასშტაბურ წვრთნებს მხოლოდ რამდენიმე დამკვირვებელი დაესწრება.
მასალის გამოყენების პირობები






