როგორც გამოცემა „გარდიანი“ იტყობინება, „ოქროს ვიზის” სქემით კვიპროსის მოქალაქეობა ასობით ადამიანმა მიიღო. „ოქროს ვიზის“ სქემა 2013 წლიდან ამოქმედდა , რომლის თანახმადაც ადამიანი, რომელიც 2 მლნ ევროს ღირებულების უძრავ ქონებას შეიძენს ან სახელმწიფოს კუთვნილ ფასიანი ქაღალდებში 2,5 მნლ ევროს ინვესტიციას განხორციელებს, კვიპროსის მოქალაქეობა მიენიჭება, ენის ცოდნაზე ტესტების ჩაბარებისა და კუნძულზე მუდმივი ცხოვრების ვალდებულების გარეშე.
როგორც „გარდიანი“ იტყობინება, მათ ხელთ ჩაუვარდათ „ოქროს ვიზის“ მფლობელთა სია, რომელიც ბინზემსენებისა და პოლიტიკური ფიგურების სახელებს მოიცავს. სიის თანახმად, კვიპროსის მოქალაქეობა რუსმა ოლიგარქებმა, კორუფციაში ბრალდებულმა დუმის ყოფილმა წევრებმა და უკრაინული ელიტის წარმომადგენლებმაც მიიღეს. მხოლოდ 2016 წელს კვიპროსის ხელისუფლებამ ”ოქროს ვიზით” 400 პასპორტი გასცა.
„გარდიანის“ ცნობითვე, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ბიძაშვილმა, რამი მახლუფმა , რომლის მიმართაც 2008 წელს სანქციები შემოიღო, 2010 წელს კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო. 2011 წელს ანალოგიური გადაწყვეტილება ევროკავშირმაც მიიღო და მახლუფს კვიპროსის მოქალაქეობა ჩამოერთვა.
მასალის გამოყენების პირობები






