2017 წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა 4.9%-ით გაიზარდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:10, 18 Sep, 2017     1013
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განხორციელებული კვარტალური გაანგარიშების მიხედვით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2017 წლის პირველ კვარტალში 5.1%, ხოლო მეორე კვარტალში 4.7% შეადგინა. შესაბამისად, 2017 წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა 4.9%-ით გაიზარდა.

კვარტალური კვლევის მიხედვით, დაზუსტებული მეორე კვარტლის რეალური ზრდის მაჩვენებელი 0.7 პროცენტული პუნქტით აღემატება ყოველთვიური შეფასებების მიხედვით გაანგარიშებულ ეკონომიკურ ზრდას.

კვარტალური კვლევა ინფორმაციის წყაროების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება ყოველთვიური ოპერატიული კვლევისაგან და იგი ეფუძნება როგორც საწარმოთა, ასევე შინამეურნეობების, ფასების, სოფლის მეურნეობის და დაუკვირვებადი ეკონომიკის სტატისტიკურ გამოკვლევას. შესაბამისად, იგი მოიცავს უფრო დეტალურ და სრულ ინფორმაციას, რამაც განაპირობა განსხვავება ყოველთვიური შეფასებისაგან.

2017 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი მშენებლობის (1.5 პპ), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (0.7 პპ), ვაჭრობისა (0.6 პპ) და უძრავი ქონების სექტორებმა შეიტანეს (0.5 პპ). რეალური ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში.

ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კერძო სექტორის აქტივობის ზრდით არის განპირობებული, რაზეც ნათლად მიანიშნებს კერძო სექტორის აქტივობის შეფასებისათვის გამოყენებული ყველა მაჩვენებელი: 2017 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა, წინა წელთან შედარებით 16.9%-ით, ხოლო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 18.9%-ით არის გაზრდილი. ეკონომიკური აქტივობის ზრდამ ხელი შეუწყო ბიზნეს სექტორში დასაქმების ზრდასაც და სექტორში დასაქმება გაიზარდა 5.0%-ით.

2017 წლის დასაწყისიდან ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ. 2017 წლის იანვარ - აგვისტოში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 28.5%-ით. ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამაც, რაც მომსახურების ექსპორტს წარმოადგენს. იანვარ-აგვისტოში შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 29.1%-ით გაიზარდა და 1,859.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას შემდგომი წლების განმავლობაშიც.










მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42